“ოპორტუნიტიმ“ გაიღვიძა

2012 წლის იანვარში აპარატი კრატერ ინდევორის ჩრდილოეთ ფერდობზე გააჩერეს. ამ ადგილის არაოფიციალური სახელია გრილის ნავსადგური, 2011 წელს გარდაცვლილი გეოლოგის რონალდ გრილის საპატივცემულოდ, ის „ოპორტუნიტის“ ჯგუფის წევრი იყო. აქ მარსმავალმა 19 კვირა დაჰყო.

 აპარატისთვის ძილის მდგომარეობა საკმაოდ პირობითი ტერმინია – ამ დროის განმავლობაში მეცნიერებმა მარსმავლის მანიპულატორი(მექანიკური ხელი) ზოგიერთი იქვე მყოფი ობიექტი შეესწავლად და მასზე დაყენებული სტაციონალური გადამცემი წითელი პლანეტის ბრუნვის პერიოდული ცვლილებების დასაზუსტებლად გამოიყენეს.

Opportunity(NASA).

 შეგახსენებთ, რომ ორი იდენტური მარსმავალიოპორტუნიტიდასპირიტიმარსზე, მისია Mars Exploration Rovers-ის ჩარჩოებში, გაუშვეს. პლანეტას მათ 2004 წელს მიაღწიეს. გეგმის მიხედვით 90 მარსული დღე უნდა ემუშავათ, თუმცა, ამჟამად მათი მისია უკვე 5 მარსული წელია მიმდინარეობს.

 2009 წლის აპრილში „სპირიტი“ ქვიშაში ჩაეფლო და მის შველას სპეციალისტები თვეების განმავლობში ცდილობდნე. ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, ამიტომ ნასამ აპარატის გადარჩენის მცდელობები შეყვიტა(მარსმავლების სასაფლაო).


 კრატერ ინდევორის(Endeavour) ფოტო ”ოპორტუნიტიმ” 2012 წლის 9 მარტს პანორამული კამერის საშუალებით გადაიღო, ხუთის ნახევრისა და ხუთ საათს შორის მარსული დროით. რამდენიმე ფოტოთი შედგენილ გამოსახულებაზე, შეცვლილი ფერებით, კრატერის ნაწილი და თვითონ მარსმავლის ჩრდილი ჩანს.

 ”ოპორტუნიტი” კრატერის დასავლეთ კიდეს 2011 წლის აგვისტოდან შეისწავლის. ამ წარმონაქმნის დიამეტრი 22 კილომეტრია. ის კრატერ ვიქტორიაზე, რომელსაც მარსმავალი აქამდე იკვლევდა, 20-ჯერ დიდია.


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.