„ოპორტუნიტი“ ზამთრისთვის ემზადება

აპარატი კრატერ ინდევორის ჩრდილოეთ კალთაზეა გაჩერებული. ამ ადგილის არაოფიციალური სახელია გრილის ნავსადგური, 2011 წელს გარდაცვლილი ამერიკელი გეოლოგის, რონალდ გრილის საპატივცემულოდ, რომელიც აპარატთან მომუშავე ჯგუფის წევრი იყო. აქ აპარატი რამდენიმე თვე გაჩერდება. სამ წლიანი მოგზაურობის მერე „ოპორტუნიტი“ კრატერთან 2011 წლის ზაფხულში მივიდა.

მარსამავლისთვის ეს, წითელ პლანეტაზე გატარებული მეხუთე ზამთარი იქნება. ადრე მეცნიერები აპარატისთვის სპეციალური ადგილის შერჩევას არ ახდენდნენ. „ოპორტუნიტი“ ეკვატორთან უფრო ახლოსაა, ვიდრე „სპირიტი“, ამიტომ ადრე მისი მზის ბატარეები ყოველთვის საკმაო რაოდენობით მზის სხივებს იღებდა. ამჟამად ბატერეები მტვრის სქელი ფენითაა დაფარული, რის გამოც აპარატის დახრილ ზედაპირზე დაყენება გახდა საჭირო, რათა რაც შეიძლება კარგად გაანათოს მზემ.

აპარატი კვლევებს გააგრძელებს. მაგალითად, მეცნიერები აპირებენ შეაგროვონ მონაცემები პლანეტის ღერძის გარშემო ბრუნვის დროს მომხდარ უმცირეს რყევებზე, რაც მარსის შინაგანი აღნაგობის შესასწავლადაა საჭირო. გარდა ამისა, აპარატი თავისი მექანიკური მანიპულატორით ქანების კვლევასაც შეძლებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.