„ფერმი“ ბნელ მატერიას ჯუჯა გალაქტიკებში ეძებს

 ტელესკოპმა, რომელსაც სახელი გამოჩენილი იტალიელი ფიზიკოსის ენრიკო ფერმის საპატივცემულოდ ეწოდა, ზოგიერთ ჯუჯა გალაქტიკაში ბნელი მატერიის აღმოჩენა შეძლო.

 როგორც ცნობილია, კოსმოსურ სივრცეში მთელი მატერიის 80% უხილავია, ტელესკოპებისთვისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ბნელ მატერიას უკვე დიდი ხანია იკვლევენ, ზუსტად არავინ იცის რას წარმოადგენს იგი.

 ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს საიდუმლო მალე, ახალი სუბატომური ნაწილაკების აღმოჩენასთან ერთად ამოიხსნება, რადგან ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმ ჩვეულებრივი მატერიისგან, რომლისგანაც ჩვენ და დანარჩენი ხილული სამყარო შევდგებით.

 სპეცილური კვლევითი ინსტრუმენტებით, რომელთა შორის გამა-ტელესკოპიცაა, მეცნიერები განსხვავებულ სუბატომურ ნაწილაკებს ჩვენს გარემომცველ და შორეულ კოსმოსურ სივრცეებშიც ეძებენ.

 ამ საქმეში საუკეთესო დამხმარე ორბიტალური გამა-ტელესკოპიფერმია, რომელიც ამჟამად ბნელი მატერიის ძებნითაა დაკავებული, კერძოდ კი ჰიპოთეტური სუბატომური ნაწილაკების, რომლებისგანაც ეს მატერია შედგება. კვლევის ობიექტები არიან მცირე ელვარების მქონე(ბნელ.მატ. გალაქტიკა), ჩვენი გალაქტიკის მეზობელი 10-მდე ცალკეული ჯუჯა გალაქტიკა.

 გამოსახულებაზე სფეროიდალური ჯუჯა გალაქტიკაა წარმოდგენილი, მდებარე ცის სამხრეთ ნახევარსფეროში. ის ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა თანამგზავრია. მისი შემადგენელი ვარსკვლავების მოძრაობის ხასიათი აჩვენებს, რომ ამ გალაქტიკათა ბირთვებში არის ბნელი მატერიის მასიური და უხილავი ჰალო(ვარსკვლავური და გაზურ-მტვროვანი ამოზნექილობა გალაქტიკების ცენტრებთან. ამ შემთხვევაში მის როლს ბნელი მატერია თამშობს).

 მეცნიერები დარწმუნებული არიან იმაში, რომ ბნელი მატერიის კვალის აღმოჩენა სწორედ სფეროიდალურ ჯუჯა გალაქტიკებშია უფრო ადვილი. „ირმის ნახტომის გალატიკა-თანამგზავრებში ბნელი მატერია დიდი რაოდენობითაა, ხოლო „ფერმი“ მის აღმოჩენაში გვეხმარება“ – ამბობს კალიფორნიელი ფიზიკოსი ჯენიფერ სიგალ-გასკინსი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.