ერთი პლანეტისგან ორი…

 კვლევის ობიექტი იყო ვარსკვლავი KIC 05807616, დედამიწიდან 3,8 ათასი სინათლის წლის მანძილზე გედის თანავარსკვლავედში. ეს ვარსკვლავი ცხელ სუბჯუჯებს ეკუთვნის – თავისი სიცოცხლის გარკვეულ მომენტზე ის წითელ გიგანტად გადაიქცა, თუმცა, გაურკვევეკი მიზეზებით, წყალბადის მაღალი შემცველობის გარე ფენა დაკარგა და ისევ ჯუჯას ზომას დაუბრუნდა.

 2011 წელს ასტრონომებმა „კეპლერის“ საშუალებით ამ ვარსკვლავის გარშემო ორი ეკზოპლანეტა დააფიქსირეს, რომლებმაც ასეთი სახელები მიიღეს KOI 55.01 და KOI 55.02(Kepler Object of Interest – „კეპლერისთვის“ საინტერესო ობიექტები). ამ პლპანეტების რადიუსები დედამიწის რადიუსის 0,76 და 0,87-ია შესაბამისად, ხოლო ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდები – 5,76 და 8,23 საათი.

 KOI 55.01 და KOI 55.02 მნათობთან ძალიან ახლოს იმყოფებიან, რის გამოც ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ისინი გაზური გიგანტის ნარჩენები არიან, გიგანტისა, რომელიც ვარსკვლავის წითელ გიგანტად გადაქცევის დროს მის წიაღში მოექცა. ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში, მკვლევარებმა ასეთი პლანეტების არსებობის განსხვავებული ახსნა წარმოადგინეს: ეს სხეულები ერთი დიდი პლანეტის ნარჩენები არიან, რომელიც ვარსკვლავის გრავიტაციამ გახლიჩა.

  ტელესკოპი „კეპლერი“ ორბიტაზე 2009 წელს გაიყვანეს. მისი დანიშნულებაა – ეკზოპლანეტების ძებნა ტრანზიტის მეთოდით: აპარატი დიდი დროის განმავლობაში ერთბაშად 150 ათას ვარსკვლავს აკვირდება, გედისა და ქნარის თანავარსკვლავედებს შორის. ამ დროს ის ვარსკვლავის ელვარების უმცირეს ცვლილებას არეგისტრირებს, რაც მის წინ თავისივე პლანეტის გავლის გამო ხდება. ამ დროისათვისკეპლერმაეკზოპლანეტობის რამდენიმე ათასზე მეტი კანდიდატი აღმოაჩინა.

 

                                                        „კეპლერი“(NASA).


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.