ტყვიის ბირთვის ნეიტრონული ქერქი

 მეცნიერებმა ელქტრონებით ტყვია-208 დაასხივეს. ელექტრონები ურთიერთქმედებდნენ როგორც პროტონებთან(ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება), ასევე ნეიტრონებთანაც(სუსტი). ეს უკანასკნელი, რომელიც მეცნიერებს უფრო აინტერესებდათ, განსხვავებულად პოლარიზებულ ელექტრონებს შორის თანაფარდობის ცვლილებას იწვევს.

 კვანტურ მექანიკაში ელემენტარული ნაწილაკები და მათი სისტემები გარკვეული ფუნქციებით აღიწერებიან, რომელთაც ტალღურ ფუნქციებს უწოდებენ(ისინი, გარკვეული თვალსაზრისით,სისტემის ნაწილაკის სავარაუდო ადგილმდებარეობის ალბათობას განსაზღვრავენ). ასეთ აღწერას იქამდე მივყავართ, რომ ნაწილაკი, სივრცის გარკვეულ ნაწილზე გადადღაბნილი გამოდის. ამიტომაც არის ნაშრომში ლაპარაკი პროტონების და ნეიტრონების ერთობლივ სივრცულ განაწილებაზე(ატომი).

 ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა ასეთი გადანაწილების საინტერესო თვისებები აღმოაჩინეს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ბირთვის ”სუსტი” რადიუსი(ანუ სფეროს რადიუსი, რომლის შიგნითაც მუხტები სუსტი ურთიერთქმედების თვალსაზისითაა გადადღაბნილი) ელექტრომაგნიტურისაზე დიდია. როგორც შედეგი, ტყვიის ბირთვებს ნეიტრონების ქერქი გააჩნიათ, რომლის შიგნითაც პროტონებია მოთავსებული.

 ახალი ნამუშევრის განსაკუთრებოლობა იმაშია, რომ ის ექსპერიმენტს ეყრდნობა, ადრე ეს რიცხობრივი მოდელირებით ხდებოდა. მკვლევართა თქმით, ახალი ნამუშევარი მათ ბევრი კოსმოლოგიური  საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარებათ. პროტონებისა და ნეიტრონების გადანაწილების განსაზღვრა ნეიტრონულ ვარსკვლავებში, რომლებსაც მსგავსი აღნაგობა გაააჩნიათ – აქვთ ნეიტრონული ქერქი, მათი ზუსტი მოდელის შექმნის საშუალებას იძლევა. ასევე ე.წ.  R-პროცესსაც მოჰფენს ნათელს, რომელიც მძიმე ელემენტებს წარმოქმნის ზეახლის აფეთქების დროს(კოსმოსური ოქროს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.