ბნელი მატერიის გალაქტიკა

 ასტრონომებმა, ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკა აღმოაჩინეს. მის აღმოსჩენად მეცნიერებმა ე.წ. აინშტაინის გრავიტაციული ლინზა გამოიყენეს. ბნელი მატერიის არსებობის ფაქტი ოცდაათიან წლებში შვედი ასტრონომის ფრიც ცვიკის მიერ იქნა პოსტულირებული, რითაც იგი სამყაროში მასის უკმარისობის პრობლემის გადაჭრას ცდილობდა. ხილული ობიექტების რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ობიექტებს ემოძრავათ ისე, როგორც მოძრაობენ. ამ სუბსტანციის უმთავრესი თვისებაა: მონაწილეობას ღებულობს გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში, ელექტრომაგნიტურში კი არა, ანუ მისი პირდაპირი დანახვა შეუძლებელია.
რიცხობრივად სამყაროში ბნელი მატერია გაცილებით მეტია, ვიდრე ”ჩვეულებრივი”. არც თუ ისე დიდი ხანია გასული, რაც ასტრონომებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, იმის შესახებ, რომ ამ უხილავი სუბსტანციისგან შედგებიან ჯუჯა გალაქტიკები, დიდი გალაქტიკების პატარა თანამგზავრები. ითვლება, რომ  ირმის ნახტომის მაგვარი ”სრულფასოვანი” გალაქტიკები ჯუჯა კომპანიონების შთანთქმით ფორმირდებიან. გამოდის, რომ მსხვილი ვარსკვლავური წარმონაქმნები პატარა თანამგზავრების დიდი რაოდენობით უნდა იყვნენ გარსშემორტყმულნი(ირმის ნახტომის შემთხვევაში მათი რაოდენობა 10 ათასს შეიძლება უტოლდებოდეს). სინამდვილეში კი, ასტრონომებმა გალაქტიკასათან უშუალო სიახლოვეში მხოლოდ 30 ასეთი ”მეზობლის” აღმოჩენა შეძლეს. ამის გამო მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ გალქტიკებმა გარკვეული მიზეზების გამო ვარსკვლავების ფორმირება ვერ შეძლეს, ისინი ბნელი მატერიისგან შედგებიან.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ასეთი უხილავი თანამგზავრის აღმოჩენა შეძლეს სისტემაში JVAS B1938+666, რომელიც ორი გალაქტიკისგან შედგება. დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის ისინი ერთ ხაზზე არიან განლაგებულნი. ასეთი განლაგება კი გრავიტაციული ლინზირების ეფექტის გამოყენების საშუალებას იძლევა. ხსენებულ სისტემაზე ჰავაიდან, Keck II-ით დაკვირვების მერე ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ეს სისტემა ისე არ გადახრის სინათლეს, როგორც თეორია წინასწარმეტყველებს. შესაბამისად, სისტემას ბნელი მატერიისგან შემდგარი თანამგზავრი ჰყავს.


გრავიტაციული(აინშტაინის) ლინზირების მოდელირება.

 ეს უკვე მეორე, სპეციალისტებისთვის ცნობილი, გალაქტიკაა, რომელიც უხილავი სუბსტანციისგან შედგება. პირველი 18 ჯერ მასიურია ახლანდელზე, ანუ არის ზედმეტად დიდი იმისათვის, რომ გალაქტიკა თანამგზავრად ჩაითვალოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.