ასტრონომები კომეტის განადგურებას აკვირდებიან

პირველად იქნა შემჩნეული კომეტა, რომელიც მზის ატმოსფეროში იშლება.  ასეთი მზიური დაივინგი(ყვინთვა) კომეტებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა იქაურ ტემპერატურას ვერცერთი მათგანი ვერ უძლებს. დაკვირვებებს შეუძლიათ კომეტების შემადგენლობის ზოგიერთ გამოცანას ახადონ ფარდა, ასევე მზის ატმოსფეროს თვისებებსაც.
კომეტათა ჯგუფი, კრეიცის სახელით ცნობილი ოჯახიდან(ე.წ. ”მზის მკაწრავი კომეტები”), მზესთან საშიშ დისტანციაზე რეგულარულად იმყოფებიან. ბოლო 15 წლის განმავლობაში 1400-ზე მეტი ასეთი ”ტალახიანი გუნდა” იქნა აღმოჩენილი, რომლებიც, როგორც ჩანს, 2500 წლის წინათ დაშლილი გიგანტური კომეტის, ზომით 20-დან 100 კილომეტრამდე, ნაწილები არიან. ამ დრომდე ტელესკოპების მგრძნობელობა არ იყო საკმარისი კომეტის მზის ატმოსფეროში ვარდნაზე დასაკვირვებლად.
მზის დინამიკის ობსერვატორია(SDO), მზის ჰელიოსფეროს ობსერვატორია(SOHO) და მზე-დედამიწას შორის ურთიერთქმედების საკვლევი ობსერვატორია(STEREO) – ამ ორბიტალური აპარატების საშუალებით მეცნიერებმა კროიც C/2011 N3-ის უკანასკნელი მოგზაურობა გამოიკვლიეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში 20 იანვარს გამოქვეყნდება(ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.