ხვრელის აღმოჩენაში მეცნიერებს დაეხმარათ ობსერვატორია, რომელიც რენგენული ასტრონომიის პიონერის, ბრუნო როსის სახელს ატარებს(ანიმაცია).
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ხვრელის აღმოჩენაში მეცნიერებს დაეხმარათ ობსერვატორია, რომელიც რენგენული ასტრონომიის პიონერის, ბრუნო როსის სახელს ატარებს(ანიმაცია).
15-16 დეკემბრის ღამეს კიდევ უფრო აელვარდა ისედაც უცნაურად კაშკაშა კომეტა “Lovejoy”. ასეთი უჩვეულო სახელი მან აღმომჩენის, ტერი ლოვჯოის, საპატივცემულოდ მიიღო(ვიდეო!!!!!!!).
მაქს პლანკი – გერმანელი მეცნიერი, იძულებული იყო რთული არჩევანი გაეკეთებინა მუსიკოსობასა და მეცნიერობას შორის, ის ვირტუოზულად უკრავდა პიანინოზე. ამბობენ, რომ პირველ მსოფლიო ომამდე, დასვენების დროს, პიანისტი მაქს პლანკი საკმაოდ პროფესიონალურ კლასიკურ დუეტს ადგენდა ხოლმე მევიოლინე ალბერტ აინშტაინთან ერთად.
ყველაზე დიდმა ტელესკოპმა(VLT, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) დააფიქსირა ღრუბელი, რომელიც შავი ხვრელისკენ მიქრის. ხსენებული გაზური ღრუბლის მასა დედამიწისაზე რამდენიმეჯერ მეტია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაიმზირება ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს მისული და შთანთქმისათვის განწირული გაზურ-მტვროვანი ღრუბელი.
ერნესტ რეზერფორდი(დაიბადა ახალზელანდიაში) – უნიკალური მეცნიერი იმით, რომ თავისი ძრითადი აღმოჩენები ნობელის პრემიის მიღების მერე გააკეთა. 1911 წელს მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც მეცნიერებს საშუალება მისცათ ატომის გულში ჩაეხდათ და ჰქონოდათ წარმოდგენა მის შინაგან აღნაგობაზე.
ფიზიკოსებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე დეტექტორ CMS და Atlas-თან მუშაობენ, განაცხადეს, რომ მათ არა მარტო შეძლეს ჰიგსის ბოზონის მასური ზღვრების შევიწროება, არამედ მისი შესაძლო კვალიც აღმოაჩინეს.
სირიუსი(ლათ. Sirius), თანავარსკვლავედ დიდი ქოფაკის α – ღამის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავი. მისი დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე უბნების გამოკლებით.
ფიზიკოსებმა დღევანდელი დღისთვის არსებულთა შორის სამყაროს ფორმირების პროცესების ყველაზე მასშტაბური მოდელირება ჩაატარეს.
ასტროფიზიკოსებმა მერკურის უცნაური ორბიტა ასტეროიდთან შეჯახებით ახსნეს. მეცნიერთა სტატია ჟურნალ Nature Geoscience-ში დაიბეჭდა.