
ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (შვეიცარია) განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია იყოს სიცოცხლე. ის დედამიწზე 3,6-ჯერ მძიმეა და 36 000 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. სტატიის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Astronomy & Astrofysics გამოქვეყნდა, პლანეტა ვარსკვლავ HD 85512-ის ორბიტაზე ბრუნავს.
როგორ ფორმირდება ქარიშხალი? მოვლენის სრული სურათი ჯერჯერობით ისევ კვლევის საგანია, თუმცა ამ ვიდეოს ნახვის მერე შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ამ პროცესზე.
ექსპერიმენტი CLOUD-ით დადგინდა, რომ კოსმოსური სხივები აეროზოლების ფორმირებაზე ახდენენ ზემოქმედებას, რასაც ღრუბლების წარმოქმნა ახლავს თან.
ვარსკვლავი აფეთქდა და მთელი მსოფლიოს ტელესკოპების სამიზნედ იქცა, რათა თვალყური ადევნონ მოვლენის განვითარებას.
ახალი აღმოჩენა ამტკიცებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ქიმიურ პროცესებს ასტეროიდებსა და კომეტებს შიგნით შეუძლიათ წარმოქმნან ძირითადი ბიოლოგიური მოლეკულების „სააღმშენებლო მასალები“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე ჩამოცვენილ კოსმოსურ ობიექტებს შეეძლოთ ეთამაშათ მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლის ჩასახვაში, რასაც მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ.