უცნობი ბუნების 65 გამა-წყარო

 ასტროფიზიკოსებმა ობიექტთა აღწერა ჩაატარეს, რომელბიც 10 გიგაელექტრონვოლტზე მეტი ენერგიის გამა-გამოსხივებას იძლევიან. 514 წყაროდან ყველაზე უფრო განსაკუთრებული ადგილი 65-ს უკავია: მათი ბუნება დღემდე დაუდგენელია. კატალოგი, რომელშიც ეს ინფორმაციაა სისტემატიზირებული, ობსერვატორია ”ფერმის” დახმარებით იქნა მიღებული(arxiv.org).
მონაცემები, ყველაზე უფრო სრულყოფილი გამა-ტელესკოპის საშუალებით, სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. ეს ტელესკოპი სპეციალიზირებულ დეტექტორს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ასეულობით გიგაელექტრონვოლტის კვანტების რეგისტრირებაა შესაძლებელი. ეს ენერგია რამდენიმეჯერ მეტია იმაზე, რომლის დაფიქისრებაც მის წინამორბედ ტელესკოპებს შეეძლოთ. კატალოგში შესული ობიექტების(87%) უმრავლესობა აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა მაშინ, მეციერებმა არ იცოდნენ როგორი სახე ექნებოდათ წყაროებს ათი გიგაელექტრონვოლტ ენერგიაზე მეტ დიაპაზონში(გამა გამოსხივება – ელექტრომაგნიტური გამოსხივება უკიდურესად მცირე ტალღის სიგრძით – < 5×10−3 ნმ. ამის გამო მას ახასიათებს კარგად გამოხატული კორპუსკულარული(ნაწილაკური) და სუსტად გამოხატული ტალღური თვისებები. გამა კვანტები არიან მაღალი ენერგიის ფოტონები, 105ევზე მაღლა, თუმცა მკვეთრი საზღვარი მასა და რენტგენის გამოსხივებას შორის არ არსებობს. 1 – 100 .ევ. ენერგიაზე მათ განასხვავებენ წარმომქნელი წყაროების მიხედვით: თუ ის გამოსხივდება ბირთვული გადასვლებისას, მაშინ გამა გამოსხივებაა; თუ ელექტრონების ურთიერთქმედებებისას ან ატომურ ელექტრონულ გარსში გადასვლებისას, მაშინ რენტგენის გამოსხივებაა. ამ გამოსხივების წყაროებია: ატომური რეაქციები,ანიჰილაცია,ნეიტრალური პიონის დაშლა, მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების გადახრა მაგნიტურ და ელექტრულ ველებში(სინქროტრონული გამოსხივება).
 გამა სხივები α და ß სხივებისაგან განსხვავებით არ გადაიხრებიან ელმაგნიტურ ველში და ახასითებთ მაღალი შეღწევადობის უნარი ერთნაირი ენერგიებისა და სხვა თანაბარი პირობების მიუხედავად. გამა კვანტები ახდენენ ნივთიერების იონიზაციას(საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისთვის), ამ დროს ხდება ფოტოეფექტი, კომპტონისეული გაბნევა, ელექტრონპოზიტრონული წყვილების გაჩენა, ფოტობირთვული პროცესები.).
ცაზე ყველაზე უფრო მეტი ელვარე წერტილები(ყველაზე ელვარე აფეთქებები სამყაროში) გალაქტიკების აქტიურმა ბირთვებმა დატოვეს, რომლებშიც ზემასიური შავი ხვრელები შემომფარგლავ პლაზმას შთანთქავენ. მეორე ადგილზე პულსარები(სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები) არიან, შემდეგ სხვადასვა ბუნების ობიექტები მოდიან: ზეახლების ნარჩენები, ახალი ვარსკვლავების ფორმირების ადგილები, ელვარე ცისფერი ცვალებადი ვარსკვლავები(მათი ელვარება მზისას მილიონობითჯერ შეიძლება აჭარბებდეს) და რადიოგალაქტიკები. ყველაზე უფრო დიდ ინტერესს კატალოგში არშეყვანილი ობიექტები იწვევენ: დაუდგენელი ბუნების გამა-წყაროები. ზოგიერთი მათგანი, თან, იდენტიფიცირებულ ობიექტებზე რამდენიმეჯერ კაშკაშა აღმოჩნდნენ.
კატალოგის მიხედვით, გამოყენებული დიაპაზონის ყველაზე კაშკაშა ობიექტები კვანტების უკიდურესად მცირე რაოდენობას იძლევიან. ტელესკოპის 80х80-ზე სანტიმეტრი ზომის მატრიცაზე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ 1 კვანტი ხვდებოდა.
კატალოგში მიმართულებები, ელვარება, ენერგეტიკული მახასიათებლები და ამ ობიექტთა ტიპებია მითითებული(გამა-ანთებები; უნიკალური გამა-ანთება დრაკონის თანავარსკვლავედის მიმართულებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.