11 ახალი პლანეტარული სისტემა

ამერიკის კოსმოსური საგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, მისია „კეპლერმა“ ახალი 11 პლანეტარული სისტამა აღმოაჩინა, რომლებშიც დაახლოებით 26-მდე ეკზოპლანეტა შედის. ზოგიერთ მათგანში კიდევ არიან ჯერჯერობით დაუმტკიცებელი, პლანეტობის კანდიდატები.

 

სურათზე გამოსახულია პლანეტებიანი სისტემები, ახლად აღმოჩენილების ჩათვლით, მხატვრის წარმოდგენაში.

 პლანეტარული სისტემა – ეს არის ვარსკვლავისა და არავარსკვლავური ობიექტების თავმოყრის ადგილი: პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეოროიდები, კომეტები და კოსმოსური მტვერი, რომლებიც  მასების საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავენ.

 მომავალი კვლევებით, მეცნიერები აპირებენ დაადგინონ, ამ პლანეტათაგან რომელია მიწისმაგვარი, ანუ შედგება კლდოვანი ქანებისგან და რომლები შედგებიან გაზისგან, როგორც, მაგალითად, ნეპტუნი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.