რა არის ბეტა დაშლა?(ბექა)

 ეს არის რადიოაქტიური დაშლის ტიპი, განპირობებული სუსტი ურთიერთქმედებით, ცვლის ატომის ბირთვის მუხტს ერთი ერთეულით(არსებობს ორმაგი ბეტა დაშლაც).  ამ დროს ბირთვმა შეიძლება გამოასხივოს ბეტა-ნაწილაკი(ელექტრონი ან პოზიტრონი). ელექტრონის გამოსხივების შემთხვევაში, დაშლას „ბეტა-მინუსი“ ეწოდება(β), პოზიტრონის გამოსხივების შემთხვევაში – „ბეტა-პლიუსი“. თვითონ ბეტა გამოსხივება ელექტრონების ან პოზიტრონების ნაკადია. ამ დაშლას ელექტრონის ჩაჭერასაც მიაკუთვნებენ, როცა ბირთვი ატომურ ელექტრონს ჩაიჭერს. ყველა ტიპის ბეტა დაშლის დროს ბირთვი ელექტრონულ ნეიტრინოს ასხივებს(ნეიტრინოს ან ანტინეიტრინოს). ბეტა დაშლის კვლევით დადგინდა პირველად, ნეიტრინოს ფიზიკურად არსებობის ფაქტი.
_თავისუფალი, ბირთვის გარეთ მყოფი ნეიტრონის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 885,7 ± 0,8 წამი(პროტონი და ელექტრონი ბირთვის გარეთაც სტაბილურები არიან). ნეიტრონის ბეტა-დაშლა არის მისი სპონტანური გადაქცევა პროტონად, ბეტა-ნაწილაკისა და ელექტრონული ნეოტრინოს გამოსხივებით. ბეტა დაშლის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუსტი ურთიერთქმედების შესწავლის საქმეში(ატომი).
_ნეიტრონის მეორე ტიპის, რადიოაქტიური დაშლა, 2005 წელს აღმოაჩინეს. ხსენებულ გამოსხივებულ ნაწილაკებს ასეთი ტიპის დაშლის დროს ემატებათ ფოტონიც.

 ექსპერიმენტატორები, ბეტა-დაშლიე კიდევ ერთ სახესხვაობას ეძებენ, რომელიც 1939 წელს ამერიკელმა ფიზკოსმა უენდელ ფარიმ იწინასწარმეტყველა. მისი დასკვნები ეფუძნებოდა იტალიელი ჯულიო რაკასა და ეტორე მაიორანის(ენრიკო ფერმის მოსწავლეები) იდეებს. თეორია უშვებს წილადი სპინის მქონე ნაწილაკების(ანუ ფერმიონების) არსებობას, რომლებიც თავინთი თავის ანტინაწილაკებია.

 ფარის თეორიისადმი რელური ინტერესი 1980 წელს გაჩნდა, როცა ფიზიკოსები, სტანდარტული მოდელის(სმ) ჩარჩოებიდან გასვლაზე სერიოზულად დაფიქრდნენ. ამ თვალსაზრისით, ორმაგი ბეტა-დაშლა ყველაზე უფრო საინტერესოა – არღვევს ლეპტონური რიცხვის შენარჩუნების კანონს, რაც სმ-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვეულებრივსა და ორმაგ ბეტა-დაშლაშიც ერთდროულად, ლეპტონებიც ჩნდებიან და ანტილეპტონებიც – ელექტრონები და ანტინეიტრინოები. ელექტრონის გაჩენა ერთი ერთეულით ცვლის ლეპტონურ რიცხვს, ანტინეიტრინოსი – მინუს ერთ ერთეულამდე, ანუ მათი ლეპტონური რიცხვი უცვლელი რჩება. ფარისეული ბეტა-დაშლა კი ლეპტონურ რიცხვს ორი ერთეულით ცვლის, რაც სმ-სთან წინააღმდეგობაში მოდის. ითვლება, რომ დიდი აფეთქების მერე, ჩვენი სამყარო ერთნაირი რაოდენობის მატერიითა და ანტიმატერიით იყო შევსებული, ხოლო ამჯამად მხოლოდ პირველი მათგანია სახეზე, მეორე კი ფაქტიურად საერთოდაც აღარ არის. ყველაზე უფრო სარწმუნო თეორია, რომელიც ანტიმატერიის გაქრობას ახსნის, სწორედ ლეპტონური რიცხვის დარღვევის თეორიას ეფუძნება. ორმაგი ბეტა-დაშლის შესწავლას შეუძლია ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი უმთვრესი გამოცანის ამოხსნაში დაგვეხმაროს.

beta ormagi da chveulebrivibeta ormagis deteqt scintil

 დრო-პროექციული კამერის სქემა. ბადეზე მოხვედრილი ელქტრონები სინათლეს ასხივებენ. ბადეზე დაფიქსირებული ელექტრონისა და მის მიერვე გამოსხივებული ფოტოსიგნალის, ფოტოდეტექტორზე მოხვედრას შორის დროის სხვაობის დადგენით, ნაწილაკის ტრაექტორია დგინდება, სიგნალის ინტენსიურობის მიხედვით კი მისი ენერგია. დეტექტორი ქსენონი-136-ით არის შევსებული, რომელიც ორმაგ ბეტა-დაშლას განიცდის(ჩვეულებრივს) ნახევრადდაშლის პერიოდით 2·1021 წელი და(პოტენციურად) ორმაგ ბეტა-დაშლას ნეიტრინოების გარეშე, ნახევრადდაშლის პერიოდით 1,6·1025 წელი.

 აღსანიშნავია, რომ ასეთი დაშლები(ფერისეული), მხოლოდ არანულოვანი მასის ნეიტრინოს თანხლებით არის შესაძლებელი, მით უფრო მაღალი ალბათობით, რაც უფრო მეტია ეს მასა. ამ დაშლათა დამზერით, ხსენებული მასის პირდაპირი გაზომვა მოხერხდება, რასაც ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს(სიახლე ნეიტრინოების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.