11 მილიარდი წლის სიცოცხლე…

 ”მზის სისტემის ასაკი 4,5 მილიარდი წელია, სხვა სისტემებისა კი კიდევ უფრ მეტი, რაც ჩვენს გალაქტიკაში უძველესი სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო პირობების კიდევ უფრო ადრეულ ხანაში ჩამოყალიბებაზე შეიძლება მეტყველებდეს. სისტემა კეპლერი-444, ჩვენს სისტემაზე 2,5-ჯერ მეტი ასაკისაა. როგორც ჩანს, ასეთი ზომის პლანეტების ფორმირება სამყაროს არსებობის ადრეულ ხანაშიც ხდებოდა და ჩვენ უნდა დავადგინოთ, ზუსტად როდის დაიწყო ეს” – ამბობს ტიაგო კამპანატე(ბირმინჰემის უნივერსიტეტი).

 ვარსკვლავი კეპლერი-444-ის გარშემო ხუთი ეკზოპლანეტა ბრუნავს, ზომებით მერკურიდან ვენერამდე. სისტემის ასაკის დასადგენად მეცნიერებმა რყევათა გაზომვის მეთოდი გამოიყენეს – დაბალი სიხშირის რხევებით გამოწვეული უმცირესი ცვლილებები ვარსკვლავის ელვარებაში(ასტროსეისმოლოგია). მის გარშემო პლანეტების არსებობისა და მათი ზომების დადგენა იმ დაბნელებებით ხდება, რომლებიც ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის რომელიმე პლანეტის გავლის დროს ჩნდება(ტრანზიტი). ვარსკვლავის ნათობის ცვლილებით კი, თავის მხრივ, პლანეტის ზუსტი ზომები დგინდება(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

 დედა ვარსკვლავის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ხუთივე პლანეტა 10 დღეზე ნაკლებ დროს ანდომებს(365 დღე დედამიწის შემთხვევაში), თან დედამიწა-მზეს შორის მანძილზე(1 ასტრონომიული ერთეული – 150 000 000 კმ.) ათჯერ უფრო ახლო დისტანციაზე. დედა ვარსკვლავთან ასეთი სიახლოვე იმას ნიშნავს, რომ ეს პლანეტები უსიცოცხლოა, რადგან მათზე არ არის თხევადი წყალი და რადიაციის დონეც ძალიან მაღალია. მიუხედავად ამისა, ასეთი სისტემების არსებობა გვაფიქრებინებს, რომ დედამიწაზე მეტი ასაკის მქონე, მისივე მსგავსი პლანეტებიც არსებობს. გამორიცხული არაა, რომ ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს ასტრონომთა წმინდა გრაალის – მზის მსგავსი ვარსკვლავის გერშემო მოძრავი, დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენას, ერთ წლიანი ორბიტალური პერიოდით(ეკზოპლანეტები; სიცოცხლემაინც რა ასაკისაა სამყარო?ვარსკვლავებისა და პლანეტების სახელები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.