”კვანტური კომპიუტერი” სამყაროს იზოტროპულობას ამტკიცებს

 მას შემდეგ, რაც ალბერტ აინშტაინმა 1905 წელს ფარდობითობის სპეციალური თეორია წარმოადგინა, მთელი შემდგომი ფიზიკა და კოსმოლოგია იმას გვეუბნება, რომ სამყარო ყველა მიმართულებით ერთნაირად გამოიყურება, ანუ, არ არის ერთი მიმართულებით უფრო მეტად შეკუმშული, ვიდრე სხვა მიმართულებებით(Nature).

 ახალ ექსპერიმენტში, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ჩაატარეს, კვანტურად დაკავშირებული ატომები, სამყაროს იზოტროპულობის(ერთგვაროვნების) მაღალი სიზუსტით დასამტკიცებლად იქნა გამოყენებული(კვანტური ”მოჩვენებით” მიღებული გამოსახულება).

 კლასიკური ექსპერიმენტი, რომელმაც თავის დროზე ალბერტ აინშტაინი აღაფრთოვანა, 1887 წელს ალბერტ მაიკლსონმა და ედვარდ მორლიმ ჩაატარეს, რითაც სამყაროს შემავსებელი ეთერის, რომელშიც ელექტრომაგნიტური ტალღები ვრცელდებიან, წყალზე მოძრავი ტალღების მსგავსად, არსებობის შესახებ თეორია უარყვეს. როგორც ფიზიკის ადიუნქტ-პროფესორი ჰართმუთ ჰაფნერი ამბობს, ამ ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ სივრცე იზოტროპულია, ხოლო სინათლე მასში, ყველა მიმართულებით ერთნაირი სიჩქარით ვრცელდება(მაიკელსონ-მორლის ცდა; სინათლის სიჩქარე).

 ჰაფნერმა და მისმა კოლეგებმა მაიკელსონ-მორლის მიერ ჩატარებულის მსგავსი ექსპერიმენტი ელექტრონების გამოყენებით ჩაატარეს. ვაკუუმიან კამერაში ერთმანეთისგან იზოლირებული, კვანტურად დაკავშირებული კალციუმის ორი იონი იქნა მოთავსებული(როგორც კვანტური კომპიტერის კუბიტი). თავისი ღერძის გარშემო დედამიწის ბრუნვასთან(ანუ ვაკუუმიანი კამერა, დედამიწასთან ერთად, სივრცეში პირდაპირ და უკუ მიმართულებით მოძრაობდა) ერთად, რომელსაც 24 საათიანი პერიოდი გააჩნია, მეცნიერები, იონებში არსებული ელექტრონების ენერგიების ცვლილებას ზომავდნენ(ატომი).

 სამყარო ერთი ან მეტი მიმართულებით რომ იყოს შეკუმშული, ელექტრონების ენერგია 12 საათიანი პერიდის განმავლობაში შეიცვლებოდა. ეს არ მოხდა, რამაც სამყაროს იზოტროპულობა დაადასტურა, ცდომილებით მხოლოდ 1/1018, 100-ჯერ მცირე, აქამდე ჩატარებულ ექსპერიმენტებთან შედარებით, ხოლო 5-ჯერ, მაიკელსონ-მორლისთან შედარებით(ფარდობითობის თეორია; კიდევ თემასთან დაკავშირებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.