მეცნიერებმა კვაზარიდან რეკორდული სიმძლავრის ამოფრქვევა დააფიქსირეს(The Astrophysical Journal,ESO). კვლევის ობიექტები კვაზარები(ლაცერტიდები) იყვნენ, რომლებიც აქტიური გალაქტიკების ბირთვებს წარმოადგენენ. კვაზარების გამოსხივების წყარო არის მატერია, რომელსაც გალქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი(1) შთანთქავს. შთანთქმის პროცეს ჯეტების წარმოქმნა ახლავს თან, გავარვარებული მატერიის ნაკადებისა, რომლებიც მძლავრი ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროები არიან.
ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კვაზარების SDSS J1106+1939 და SDSS J1512+1119-ის უძლიერესი გამოსხივება, რომელიც 2011-12 წლებში დარეგისტრირდა.
ყველაზე დიდი ტელესკოპის(VLT, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) საშუალებით მიღებული მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ SDSS J1106+1939-იდან მომხადრი ამოფრქვევა ყველაზე ძლიერი იყო აქამდე დარეგისტრირებულთა შორის. მისი გამოსხივების სიმძლავრე ორი რიგით აღემატება ჩვენი გალქტიკისას, ეს კი წინა რეკორდსემნის სიმძლავრეზე დაახლოებით ხუთჯერ მეტია.
ამ რეგიონში მატერიის ნაკადების სიჩქარე 8000 კილომეტრია წამში. ერთი წლის განმავლობაში აქ 400 მზის მასის მატერია გაედინება. თვითონ კვაზარი დედამიწას 8,8 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული(წითელი წანაცვლება 3,038). ამოფრქვევა ზემასიური ხვრელიდან 1000 სინათლის წლის მანძილიდან შეიმჩნევა.
აღასანიშნავია, რომ, რეკორდული სიმძლავრის მიუხედავად, ამონაფრქვევმა ასტრონომები არ გააკვირვა. საქმე იმაშია, რომ ზემასიურ ხვრელებთან ჯეტების ფორმირების არსებული თეორიის მიხედვით, ასეთი ამოფრქვევები უკიდურესად ძლიერი უნდა იყოს. ბოლო დრომდე, თუმცა, მეცნიერებს მსგავსი არაფერი ჰქონდათ შემჩნეული. ახალი აღმოჩენა კი არსებულ თეორიაში კარგად თავსდება.
ასტრონომები ამბობენ, რომ მათ ახალი შედეგები დაეხმარებათ პროცესების კვლევაში, რომლებიც ზეამასიური ხვრელების მახლობლად ხდება, ასევე იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მოქმედებენ ისინი ფორმირებაზე და სტრუქტურაზე გალაქტიკებისა, რომლებშიც თვითონ მდებარეობენ.