”ჰაბლის” ექსტრემალურად ღრმა კოსმოსი

 მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ”ექსტრემალურად ღრმა დამზერის” შედეგი წარმოადგინა (XDF, eXtreme Deep Field), დაფუძნებული ორბიტული ტელესკოპით – ”ჰაბლი”, ჩატარებულ დაკვირვებებზე. მის შესახებ ოფიციალურად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გაკეთდა განცხადება, ყველასათვის ხელმისაწვდომი კი მხოლოდ ახლა გახდა. დამზერა ცის პატარა მონაკვეთის სხვადასხვა დიაპაზონებში გადაღებულ ფოტოებს წარმოადგენს – ინფრაწითელიდან ულტრაიისფრამდე. გამოსახულება, ცის ამავე უბნის, ”ჰაბლის” გამოყენებით ჩატარებული 12 სხვადახვა პროგრამის მიხედვით, ცალკეული დაკვირვებების დროს მიღებული ფოტოების ერთმანეთაზე დადებით არის მიღებული. ამ დამზერით აღბეჭდილი ათასობით გალაქტიკა, აქამდე დამზერილთა შორის ყველაზე უფრო ხნიერია – ზოგიერთი მათგანის სინათლე ჩვენამდე 12 მილიარდი წლის განმავლობაში მოდიოდა. შედეგად XDF-ი, ტელესკოპებით კოსმოსის კვლევის ისტორიაში, კაცობრიობისთვის სამყაროს ყველაზე უფრო შორეულ ნაწილებში ჩახედვის საშუალებად იქცა.

 ე.წ. ღრმა დამზერების ისტორია, 1995 წლიდან დაიწყო, როცა ”ჰაბლმა” დიდი დათვის თანავარსკვლავედის (ბავშვური შეკითხვები) მიმართულებით ცის პატარა ნაწილიდან სინათლის ათეულობით უწყვეტი საათის სგანმავლობაში დაგროვება დაიწყო. მიმართულება ისე იქნა შერჩეული, რომ ტელესკოპს საშუალება ჰქონოდა ერთი მიმართულებით დიდი ხნით ყოფილიყო მიბრუნებული და არც შორეული გალაქტიკების, რომელთა აღმოსაჩენადაც ხდებოდა ეს ყველაფერი, სინათლის გადამფარავი ჩვენი გალაქტიკის კაშკაშა ვარსკვლავებს შეეშალა ხელი.

 გალქტიკები, აღმოჩენილი XDF-ით, იმ დროისათვის დამზერილთა შორის ყველაზე შორეულები იყო. მათი თვისებები – ფერი, რაოდენობა, ცაზე განაწილება, სტრუქტურა – მეცნიერებს ადრეული სამყაროს განვითარების ეტაპებზე პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირების უკეთ გაგებაში დაეხმარა. მით უმეტეს, რომ XDF-ის ერთ-ერთ ფოტოზე რამდენიმე ათასი ასეთი უძველესი გალქტიკა იყო აღბეჭდილი. მანამდე, მსგავსი ობიექტების უკიდურესად მცირე რაოდენობა უყო ცნობილი. შემდეგ, 1998 წელს, ასეთი ღრმა სურათი ცის სამხრეთ ნაწილშიც იქნა გადაღებული – ტუკანის თანავარსკვლავედის (1) მიმართულებით. მან სახელად ”სამხრეთ ღრმა დამზერა”(HDFS) მიიღო.

 XXI საუკუნეში, ღრმა დამზერებმა ახალი სიცოცხლე აპარატურის საშუალებით მიიღო, რომლებიც ასტრონავტებმა ”ჰაბლზე” სასერვისო სამუშაოების დროს დააყენეს. დამზერის გაუმჯობესებული კამერისა (ACS, Advanced Camera for Surveys(2)) და ფართოკუთხიანი კამერა-3-ის საშუალებით (WFC3, Wide Field Camera 3(3)), ასტრონომებმა ცის პატარა ნაწილის კიდევ უფრო ღრმა გამოსახულება მიიღეს, სახელად ”ჰაბლის ულტრაღრმა დამზერა”. ბოლო სურათი სპექტრის ინფრაწითელ ნაწილში იქნა გადაღებული, რამაც კიდევ უფრო შორეული გალაქტიკები გამოავლინა.

 ცის ერთი და იგივე უბნის ორი ღრმა სურათი, გადაღებული სხვადასხვა დიაპაზონებში, ერთმანეთს კარგად ავსებს და ჯამში მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ცალცალკე. კვლევების ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ კიდევ უფრო შორს შეიძლებოდა წასვლა, ტელესკოპისთვის ახალი საკვლევი პროგრამების შექმნის გარეშეც. 2002 და 2009 წლის ულტრა ღრმა დამზერებს ასტრონომებმა, სხვა ასე თუ ისე ცის ამ უბნებთან დაკავშირებული მონაცემებიც დაამატეს.

 უკანასკნელი წლების განმავლობაში, შორეულ გალქტიკებთან დაკავშირებული, დაკვირვებათა 17 პროგრამის მიხედვით გადაღებული ათასეულობით საკვლევი მასალა დაგროვდა. ამ ინფორმაციის ერთმანეთთან შეთავსებით, ასტრონომებმა ცის ერთი და იგივე ადგილის სამ კვირიანი უწყვეტი დაკვირვებებისთვის ექვივალენტური სინათლის დაგროვება შეძლეს, სპექტრის შუა ინფრაწითლიდან, ახლო ულტრაიისფერ ნაწილებში.

 ასეთნაირად, ასტრონომებმა დაახლოებით მესამედით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს სამყაროს არსებობის ადრეულ ეტაპებზე, რაც დიდი აფეთქებიდან გასულ რამდენიმე ასეულ მილიონ წელიწადს უკავშირდება. უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, მონაცემთა კვლევის ახალ შედეგებს უნდა ველოდეთ. კიდევ უფრო შორს გახედვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მუშაობას დაიწყებს ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპი – კოსმოსური ობსერბატორია, რომელმაცჰაბლი უნდა შეცვალოს (“ჯეიმს უებს” კერძო კოსმონავტიკა გადაარჩენს; ჯეიმს უები ჰაბლს შეცვლის; “ჯეიმს უების” სარკეები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.