წყლის კვალი მარსულ მეტეორიტში

 ნასას სპეციალისტებმა, ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან და რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან, მეტეორიტის Yamato 000593-ის კვლევისას, მასში სხვადასხვა სტრუქტურები და თავისებურებები აღმოაჩინეს, რომლებიც ბიოლოგიური პროცესებისთვის არის დამახასიათებელი(NASA).

naxlitshi struqturebi მეტეორიტის ანალიზით დადგინდა, რომ ქანი დაახლოებით 1,3 მლრდ. წლის წინათ გაქვავებული ლავური ნაკადისგან წარმოიქმნა. დაახლოებით 12 მილიონი წლის წინათ მარსზე მომხდარი რაღც ზემოქმედების შედეგად ქვა პლანეტის ზედაპირიდან იქნა ამოტყორცნილი. ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობის მერე, დაახლოებით 50 000 წლის წინ კი ანტარქდიდაში ჩამოვარდა.

 2000 წელს იაპონურმა არქტიკულმა ექსპედიციამ მეტეორიტი მყინვარ იამატოზე იპოვა. ის კლასიფიცირებული იყო როგორც ნახლიტი(ნახლას რაიონში(ეგვიპტე) ნაპოვნი პირველი მარსული მეტეორიტის მიხედვით) – მარსული მეტეორიტების ქვეჯგუფი.

 მეცნიერებმა ორი განმასხვავბელი თავისებურება აღმოჩინეს, რაც მარსული თიხოვანი მინერალებსითვის არის დამახასიათებელი. პირველი – ტუნელური და მიკროტუნლური სტრუქტურები, რომლებიც მრავლადაა მეტეორიტში. მორკალური, ტალღისებური ფორმები, ისინი ბიო-ჰიდროთერმულ ტექსტურებს შეესაბამება, რომლებიც დედამიწისეულ ბაზალტურ მინაში დაიმზირება – ამბობენ მეცნიერები, რომლებიც ბექტერიებისა და ბაზალტის ურთიერთქმედებას სწავლობენ(ძველმა მარსმავალმა უძველესი, ერთ დროს წყლიანი გარემოს კვალი აღმოაჩინა; მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების კიდევ ერთი მტკიცებულება).

naxlitshi sferoebi მეორე – ნანო და მიკროზომების „ბუშტულები“, ქვის ფენებს შორის, კარბონატულისა და სილიციუმის ფენებისაგან განსხვავბეული. ასეთი სფერული წარმონაქმნები ადრე ნაპოვნ მარსულ ნახლაშიც აღმოაჩინეს, რომელიც 1911 წელს ეგვიპტეში ჩამოვარდა. Yamato 000593-ის ბუშტულების ანალიზით დადგინდა, რომ ისინი შემომფარგლავ ფენებზე გაცილებით მეტ ნახშირბადს შეიცავს.

 კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ წარმოდგენილი განსაკუთრებულობები აბიოტური ფაქტორით(მარსული ნახშირბადი ვულკანური წარმოშობისაა) შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა ტექსტური და კომპოზიციური მსგავსება დედამიწისეულ ნიმუშებთან, რომლებიც ბიოგენურებად არის აღიარებული, დამაინტრიგებელ შესაძლებლობას გულისხმობს იმისა, რომ მარსული მეტეორიტების თავისებურებანი წყლის მიერ არის ფორმირებული. ამ ჰოპოთეზის განვითარებით, მეცნიერები დიდი ზომების წყალსატევების ვარაუდს გამოთქვამენ, რომლებიც შორეულ წარსულში მარსის ზედაპირზე არსებობდა(მარსელი „შავი ლამაზმანი“; მეტეორიტები მარსიდან და მთვარედან ფასდაკლებით; მარსული თიხა ვულკანური წარმოშობისაა?!; მარსის წიაღში ბევრი წყალია).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.