საშუალოდ, მცენარეებისა და ცხოველების სხეულში 50%-ზე მეტი წყალია.
დედამიწის მანტიის შემადგენელში 10-12-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე მსოფლიო ოკეანეში (ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა; ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ).
მსოფლიო ოკეანე, საშაულო სიღრმით – 3,6 კილომეტრი, დედამიწის ზედაპირის 71% ფარავს და მთელი თავისუფალი წყლის 97,6 პროცენტს შეიცავს.
ღრმულები და ამობურცულობები რომ არ ყოფილიყო, დედამიწა 3 კილომეტრის სიღრმის წყლის ფენით დაიფარებოდა, რაც მიზერული სიდიდეა პლანეტის რადიუსთან შედარებით, ანუ წყალი ძალიან ცოტაა.
ყველა მყინვარის გადნობის შემთხვევაში, ოკეანის დონე 64 მეტრით აიწევს და ხმელეთის 1/8 წყლით დაიფარება.
ზღვის წყალი -1,91 0C იყინება.
წყალი დადებითი ტემპერატურის შემთხვევაშიც შეიძლება გაიყინის.
გარკვეულ პირობებში (ნანომილების შიგნით), წყლის მოლეკულები ახალ მდგომარეობაში გადადის და დინების უნარის შენარჩუნება აბსოლუტურ ნულთან ახლო ტემპერატურაზეც შეუძლია (ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა(თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი)).
წყალი, მზის სხივების 5% ირეკლავს, თოვლი კი – 85%-ს. ყინულის ქვეშ მზის სინათლის მხოლოდ 2% აღწევს (დისპერსია: ატომური თეორია; თინდალის ეფექტი).
ოკეანის სუფთა წყლის მოლურჯო ფერი, წყალში სინათლის შერჩევითი შთანთქმითა და გაბნევით აიხსნება (ცისფერი პლანეტის სახელი).
ონკანიდან მომდინარე წყლის წვეთებით, 10 კილოვოლტამდე ელექტრული ძაბვის მიღებაა შესაძლებელი (ე.წ. კელვინის წყლის საწვეთური).
წყალი, ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვან ნივთიერებათა შორის ბუნებაში (სტიბიუმი, ბისმუტი, გალიუმი, გერმანიუმი, ზოგიერთი ნაერთი და ნარევი), რომელიც თხევადი მდგომარეობიდან მყარში გადასვლისას – ფართოვდება.
წყალი და წყლის ორთქლი, ფტორის ატმოსფეროში იისფერი ალით იწვის. წყლის ორთქლისა და ფტორის ნაერთები – ფეთქებადია (ფეთქებადი კონცენტრაციების ფარგლებში). ამ რეაქციის შედეგად, ფტორწყალბადი და ჟანგბადი წარმოიქმნება.
რა შემთხვევაში შეიძლება წყალი დადებითი ტემპერატურის პირობებში გაიყინოს?
თან, თუ ქარი აორთქლებს…