ყველაზე წყლიანი ობიექტი მზის სისტემაში

 ბევრს ჰგონია, რომ დედამიწა ერთად ერთი ობიექტია მზის სისტემში, რომელზეც წყლის კოლოსალური მარაგია. ამ დროს, მზის სისტემის ზოგიერთ ობიექტთან შედარებით, ის ნამდვილი უდაბნოა, როგორც წყლის სრული მოცულობით, ისე სითხის რაოდენობით პლანეტის ზომასთან შედარებით.

 სთივ ვანსი, პლანეტოლოგი NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან, ობიქტებს იკვლევს, რომელთა ზედაპირის ქვეშ წყალი შეიძლება იმალებოდეს. მან გამოიყვანა საშუალო მნიშვნელობები მზის სისტემის ობიექტთა ყინულოვანი ქერქის სისქისა და მის ქვეშ არსებული ოკეანეების სიღრმისა, ასევე გამოითვალა, წყლის რა რაოდენობაა ამ ობიექტებზე.

 გრაფიკზე წყლის რაოდენობა ზეტალიტრებშია გამოსახული – 1 000 000 000 000 000 000 000 ლიტრი, ან 1 მილიარდი კუბური კილომეტრი.

 ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ნაციონალური სამმართველოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე მხოლოდ 1,3335 ზეტალიტრი წყალია.

 ზრდადობის მიხედვით თუ დავალაგებთ ასეთი სურათი გვექნება: ენცელადე (სატრურნის თანამგზავრი), ტრიტონი (ნეპტუნი), დიონა (სატურნი), პლუტონი (ჯუჯა პლანეტა), დედამიწა, ევროპა (იუპიტერი), კალისტო (იუპიტერი), ტიტანი (სატურნი) და განიმედე (განიმედე – ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი/იუპიტერი).

 ყველაზე წყლიანი ობიექტი განიმედე, ყველაზე დიდი პლანეტისა და მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრიც არის, თან: მისი საერთო მოცულობის 69% წყალზე შეიძლება მოდიოდეს.

 ამ სიას მიმასი (სატურნი) და ცერესი (მზის სისტემის ყველაზე დიდი ასტეროიდი) შეიძლება დაემატოს, თუმცა ზუსტი მონაცემების დასადგენად მათკენ კოსმოსური მისიების გაგზავნა იქნება საჭირო.

 ამ მომენტისთვის, NASA ევროპის შესწავლას მისია Europa Clipper-ით გეგმავს (2020-2025), რომლის ჩარჩოებში ამ ყინულოვანი თანამგზავრის ზუსტი რუკა უნდა გაკეთდეს. დადგინდეს ყინულქვეშა ოკეანის ზუსტი ზომა და კრიოგეიზერებიდან ამოფრექვეული წყლის წვეთების ”გემო და სუნი”. იგეგმება მსგავსი მისია იუპიტერის თანამგზავრებისკენაც – Jupiter Icy Moons Explorer (იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების კველვა). სტარტი 2022 წელს უნდა განხორციელდეს, იუპიტერის ორბიტაზე გასვლა კი 2030 წელს.

 აპარატი ორჯერ შემოუფრენს ევროპას, შემდეგ კი 8 თვის განმავლობაში იქნება განიმედეს ორბიტაზე, მონაცემების შეგროვებითა და დედამიწაზე გადმოგზავნის ჩათვლით.

 ვინ იცის, იქნებ, რომელიმე მათგანმა დედამიწიდან შორს, უცხო სიცოცხლის (უცხო სიცოცხლე) არსებობის უტყუარი მტკიცებულებაც მოძებნოს (ევროპისეული სიცოცხლის მტკიცებულება დედამიწაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.