განიმედე – ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი

განიმედე(ბერძნულიდან), გალილეის მიერ აღმოჩენილი იუპიტერისეული ოთხი დიდი თანამგზავრიდან, თავისი პლანეტიდან დაშორებით მეშვიდე(სულ 60-ზე მეტი), მზის სისტემის ყველაზე უფრო დიდი თანამზგავრია. მისი დიამეტრი 5268 კილომეტრია, რაც სატურნისეული ტიტანის დიამეტრს 2%-ით(ზომით მეორე თანამგზავრი მზის სისტემაში), ხოლო მერკურისას – 8%-ით აჭარბებს. ამავე დროს, განიმედეს მასა, მერკურის მასის მხოლოდ 45%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მზის სისტემის თანამგზავრთა შორის ეს მონაცემი რეკორდულია. მთვარის მასას 2,02-ჯერ აჭარბებს. იუპიტერის შემოვლას 7 დღეს ანდომებს, მონაწილეობს გრავიტაიულ რეზონანსში ევროპასა და იოსთან ერთად – 1:2:4(სანამ განიმედე 1 ბრუნს გააკეთებს იუპიტრის გარშემო, ევროპა და იო, 2 და 4-ს ასწრებენ, შესაბამისად.

 განიმედე, დაახლოებით თანაბარი რაოდენობის სილიკატური ქანებისა და გაყინული წყლისგან შედგება. ის მთლიანად დიფერენცირებული ობიექტია(არაერთგვაროვანი მაგმური ნადნობის განცალკევება გრავიტაციული ძალის ზემოქმედებით, რასაც ენერგიის გამოყოფა ახლავს თან. გრავ. დიფერენციაცია, შიდა სითბური ენერგიის წყაროა ისეთი ობიექტებისთვის, როგორიც არის დედამიწა, პლანეტები და ვარსკვლავები) რკინით მდიდარი თხევადი ბირთვით ცენტრში. დაახლოებით 200 კილომეტრის სიღრმეზე, ყინულოვან ფენებს შორის, თხევადი წყლის ოკეანე უნდა იყოს(ჰანიმედის ფენოვანი ეკეანე). ორი ტიპის ლანდშაფტის მქონე ზედაპირის მესამედი, კრატერებით დახვრეტილ ბნელ რეგიონებს უკავია, დაახლოებით 4 მილიარდი წლის ასაკით. დანარჩენი ზედაპირი კი შედარებით ახალგაზრდა და ნათელია, დაფარული ღარებითა და ქედებით. ნათელი ადგილების რთული გეოლოგია, მოქცევითი(იუპიტერისა და სხვა თანამგზავრების მხრიდან) გათბობით გამოწვეულ ტექტონიკურ აქტიურობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

 განიმედე, ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია, რომელსაც საკუთარი მაგნიტოსფერო გააჩნია. სავარაუდოდ, მისი წყარო რკინით მდიდარ თხევად ბირთვში მიმდინარე კონვექცია(სითბოს გაცვლის ტიპი, რომლის დროსაც შინაგანი ენერგია ჭავლებითა და ნაკადებით გადაიცემა) უნად იყოს(“ორსართულიანი” კონვექცია მზეზე). განიმედეს პატარა მაგნიტოსფერო, იუპიტერის გაცილებით დიდ მაგნიტოსფეროშია მოქცეულია და ძალწირების მცირე დეფორმაციას განიცდის. აქვს თხელი ატმოსფეროც, რომელშიც ჟანგაბდის ალოტროპიული მოდიფიკაციები შედის – O(ატომური ჟანგბადი), O2(ჟანგბადი) და O3(ოზონი). უმნიშვნელოა ატომური წყალბადის(H) რაოდენობა. არაფერია ცნობილი იონოსფეროს შესახებ.

 განიმედეს აღმომჩენია გალილეო გალილეი, რომელმაც ის 1610 წლის 7 იანვარს დაინახა. პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც განიმედე შეისწავლა(1973 წ.) არის ”პიონერ-10”(კაცობრიობა მზის სისტემას იკვლევს), შედარებით დეტალურად კი პროგრამა ”ვოიაჯერის” აპარტებმა გამოკვლიეს(1979 წ.). კოსმოსური აპარატი – ”გალილეო”, რომელიც იუპიტერს 1995 წლიდან სწავლობდა, განიმედეს მაგნიტური ველი და მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინა(იუპიტერის მზვერავები). იგეგმება იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრების კვლევა მისიით – JUICE(2022-30 წ. ESA)(კიდევ ერთი დავალება JUICE-სთვის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.