“ორსართულიანი” კონვექცია მზეზე

 მზის შიგნით, კონვექციური ნაკადების არა ერთი, არამედ ორი  იარუსია (PhysOrg). ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ასტროფიზიკოსები, რომლებმაც მზის დინამიკის ობსერვატორიიდან (SDO) მიღებული მონაცემები შეისწავლეს.

 სტენფორდისა და გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მკვლევარებმა, მზის შინაგანი ფენები ჰელიოსეისმოლოგიის მეთოდებით შეისწავლეს. ეს მეთოდი მნათობის ზედაპირის მდგომარეობის მაღალი სიზუსტით დადგენასა და მასზე ტალღების გავლის რეგისტრაციას ეფუძნება. ზედაპირის რხევების მიხედვით, მზის სტრუქტურის შესწავლა იგივენაირად ხდება, როგორც ამას გეოფიზიკოსები დედამიწაზე მომხდარი სეისმური ბიძგების საშუალებით აკეთებენ (პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

ორწლიანი დაკვირვებებით მიღებული მონაცემების შეკრებით, მეცნიერებმა სხვადასხვა  მიმართულებით მოძრავი ტალღბის გავლის დროები შეადარეს. ეს არა მარტო ნივთიერბების თვისებებზეა დამოკიდებული (მზის შიგნით არსებული შეკუმშული პლაზმა (ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა(თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავი)), არამედ იმაზეც, რა მიმართულებითა და სიჩქარით ვრცელდება ეს ტალღები: მსგავსი ეფექტი დედამიწის ატმოსფეროში ხმოვანი ტალღის გავლის დროს დაიმზირება. გამოთვლებმა არა მარტო მზის სიღრმეებში მიმდინარე კონვექციური პროცესები გამოავლინა, არამედ ისიც, რომ ეს ნაკადები ორსართულიან სტრუქტურას ქმნის.

 ადრინდელი მოდელები მხოლოდ ერთიარუსიან კონვექციაზე მიუთითებდა: გაცხელებული პლაზმა ქვემოდან ამოდის, შემდეგ გარკვეულ მანძილს ჰორიზონტულად, ზედაპირთან ახლოს გადის და სითბოს გასცემს, რის მერეც ისევ ქვემოთ ეშვება. ახალი მონაცემები ორსართულიანი კონვექციის არსებობას მოწმობს, 125 ათასი კილომეტრის სიღრმეზე სითბოგადაცემა ორ ჩაკეტილ ნაკადს შორის ხდება. მეცნიერთა ნაშრომში პლაზმის მოძრაობის საშუალო სიჩქარეზეც არის საუბარი – 15 მეტრი წამში. ეს იმას ნიშნავს, რომ პლაზმა მთლიანი ციკლის გავლას რამდენიმე წელი ანდომებს.

 პლაზმის ნაწილაკები ელეტრული მუხტის მატარებელია, მისი ცირკულაცია მზის მაგნიტური ველის ფორმირებაში მთავარ როლს თამაშობს. მაგნიტური ველი, თავის მხრივ, კორონალურ ამოფრქვევებთან და ანთებებთან არის დაკავშირებული, ასევე მზიურ ლაქებთან (აქტიური მზე). ჰელიოსეისმოლოგია საშაულებას იძლევა დადგინდეს, რა ხდება მზის სიღრმეებში, როცა სპეციალიზირებული ტელესკოპები მხოლოდ ზედაპირს ხედავენ („ვარსკვლავძვრა“; მზიური ცუნამი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.