ყველაზე მძლავრი ვულკანი მზის სისტემაში

 2013 წლის ზაფხულში, ახალი გიგანტური ვულკნი ამოქმედდა იოზე. ფოტოები, რომლებიც ობსერვატორია “ჯემინიმ” გადაიღო, იოს ვულკანური აქტივობის მასშტაბებზე გვიქმნის წარმოდგენას, რაც იუპიტერის მხრიდან მოქმედი მძლავრი მოქცევითი ძალებით გაცხელებით არის გამოწვეული.

თვაშთარ პატერი.

 იო, მზის სისტემის ვულკანურად ყველაზე აქტიური ობიექტია. ნივთიერებათა შლეიფის სიგრძე, რომელიც იუპიტერის ამ თანამგზავრიდან იფრქვევა, სიმაღლეში 330 კილომეტრს აღწევს, რადიუსი – 700 კილომეტრი (Tvashtar Paterae). არის ვულკანები – ამირანი (დიახ, ქართული მითოლოგიის ამირანი) და მასუბი, 300 კილომეტრიანი ლავის ნაკადებით.


ვულკანი ამირანი ლავის ნაკადებით, ”გალილეოს” (მაგმის ოკეანე იოში) მიერ გადაღებული ფოტოებით შედგენილი გამოსახულება.

 ქეთრინ დე ქლერა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ბერკლიში, გვარწმუნებს, რომ ახალი ამოფრქვევის ენერგია 20 ტერავატს უტოლდება, გარემოში კუბური კილომეტრობით ლავა ამოიფრქვა”. ამოფრქვევის ხილული ფართობი რამდენიმე ათეულ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს” – დასძენს ქლერი.

 ობსერვატორიები – ”ჯემინი” და ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშვე IRTF (NASA)-ი, ვულკანებს ერთდროულად იღებდა. 2013 წლის 29 აგვისტოს, ”ჯემინიმ” ყველაზე უფრო კაშკაშა ანეთბა დააფიქსირა, ”ჩრდილოეთ ჯემინიზე” დაყენებული ადაპრიუტი ოპტიკის საშუალებით, რათა კონტრასტული და მკაფიო გამოსახულება მიეღო. ძლიერი ამოფრქვევის ევოლუციას ეს ობსერვატორია ორი კვირა აკვირდებოდა (საინტერესო ფაქტები იუპიტერსა და მის თანამოძმეებზე; უძლიერესი ამოფრქვევა იოზე; კიდევ ვულკანებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.