გიგანტური ტელესკოპი, გიგანტური მიკროსკოპის წინააღმდეგ

 მიკროსკოპი – ელექტრონული სკანირების ჰოლოგრაფიული მიკროსკოპი (STEHM), რომელიც კანადაში, ვიქტორიას უნივერსიტეტის (University of Victoria) მეცნიერთა განკარგულებაშია, ყველაზე დიდი და ყველაზე მძლავრი მიკროსკოპია მსოფლიოში. მისი სიმაღლეა – 4,5 მეტრი, მასა – 6 ტონა და 350 კილოგრამი. გარჩევადობის შესაძლებლობა – მეტრის 35 მეტრილიონედი (0,035 ნანომეტრი), ამიტომ მისი შესაძლებლობები ნებისმიერი სხვა მიკროსკოპების, ტელესკოპებისაც, შესაძლებლობებს აღემატება (კვანტური ტუნელირების ეფექტი; დიდი ტელესკოპების ერა).

mikroskopi kvelaze zlieri kanada ელექტრონების ტალღური შემადგენელის სიგრძე, ხუთი რიგით მცირეა სინათლისაზე. ტელესკოპებში, სამწუხაროდ, ამ პრინციპებს ვერ გამოყენებ, რადგან შორეული ობიექტებიდან გამოსიხვებული ნებისმიერი ელექტრონი, უმუხტო ფოტონისგან განსხვავებით, მაგნიტურ ველში გადაიხრება და კოსმოსური გაზების იონების მიერ შთაინთქმება (ატომი).

 ტელესკოპებისა და მიკროსკოპების შესაძლებლობების შესადარებლად, რაიმე საერთო საზომის მოძებნა ძნელია. ასტრონომებს, ობიექტების წრფივი ზომები საერთოდ არ აინტერესებთ, მხოლოდ კუთხური ზომა, რომელიც კუთხური წამებით იზომება (კუთხური წუთის 1/3600). მაგალითად, ”ჰაბლის” კუთხური გარჩევადობის შესაძლებლობა 0,1 კუთხურ წამს უტოლდება, ხოლო ექსტრემალურად დიდი ტელესკოპის (E-ELT/შენდება) იგივე მონაცემი – 0,01-ს გაუტოლდება.

 ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანს შეუიარაღებელი თვალით 25 ათასი ნანომეტრის ზომის (იგივე 60 კუთხური წამი) ობიექტების გარჩევა შეუძლია. ანუ, ყველაზე ძლიერი მიკროსკოპის შესაძლებლობა 714 000-ჯერ აღემატება ადამიანის თვალის გარჩევადობის შესაძლებლობას (0,035 ნანომეტრი — მიკროსკოპი, 25 000 ნანომეტრი — ადამიანის თვალი). საუკეთესო ტელესკოპების შესაძლებლობა კი მხოლოდ 6 ათასჯერ აჭარბებს ადამიანის თვალისას (0,01 კუთხური წამი, 60 კუთხური წამის წინააღმდეგ). რომელი უფრო ძლიერია, თვითონაც მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.