2014 წლის 5 აგვისტოს მარსმავალს – ”ცნობისმოყვარეობა”, მარსზე ყოფნის მეორე წელიწადი შეუსრულდა. დაკისრებული დავალების ძირითადი ნაწილი მან უკვე შეასრულა – დაამტკიცა რა, რომ ერთ დროს, მარსზე მიკრობების არსებობისათვის შესაფერისი პირობები არსებობდა. ახლა მარსმავალი მთა შარფის ფერდობებისკენ მიეშურება.
ჟურნალი Astrobiology ნასას პლანეტოლოგს, ინსტრუმენტ REMS-( ცნობისმოყვარე მარსმავალი)ის ჯგუფის წევრს, რობერტ ჰაბერლეს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რატომ ინტერესდებიან ასტრობიოლოგები მარსული ღრუბლებით.
მარსული ღრუბლები(”ცნობისმოყვარეობა”), ტორნადო და დიუნების მოძრაობა(MRO).
”ღრუბლები, პლანეტის კლიმატური სისტემის ნაწილია. მათი ქცევა ქარებსა და ტემპერატურაზე მოგვითხრობს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, წარსულში მარსს, ალბათ, სათბურის ეფექტის გამო ღრუბლები ძლიერად აცხელებდნენ” – ამბობს ჰაბერლე(ქარები გეილის კრატერში; „ცნობისმოყვარეობამ“ დამშრალი ნაკადულის კალაპოტი აღმოაჩინა).
ღრუბლები ქარებთან და ამინდთან არიან დაკავშირებულნი, ხოლო ამინდის შესწავლით კი ”ცნობისმოყვარეობის” მიერ გადაღებული ქვების, დიუნებისა და სხვა სტრუქტურების ფორმირების ინტერპრეტირება შეგვიძლია(მარსმავლები).