მზის სისტემეაში პლანეტათა თანამგზავრების მთელი პანთეონია. საინტერესოა, აქვთ თუ არა თანამგზავრები ეკზოპლანეტებს(jpl.nasa)?
ნასას მიერ ფინანსირებულმა მკვლევარებმა პირველი ეკზომთვარის ნიშნები შეამჩნიეს. მისი არსებობის დამტკიცება შეუძლებელია, თუმცა ეკზომთვარეების ძებნის საქმეში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. დამტკიცება კი იმის გამოა შეუძლებელი, რომ სხეული ჩვენი გალაქტიკის ობიექტთა ურთიერთგანლაგების შემხთვევითი კომბინაციის წყალობით მოხდა, რომლის რეგისტრირება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. ”ამ კანდიდატზე დაკვირვების სხვა შანსი ჩვენ აღარ გვექნება. სამაგიეროდ მსგავსი სხვა აღმოჩენების იმედი უნდა გვქონდეს” – ამბობს დევიდ ბენეთი ნოთრდამის უნივერსიტეტიდან(ა.შ.შ.).
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა (პროგრამა MOA და PLANET), ახალი ზელანდიისა და ტასმანიის ტელესკოპები გამოიყენეს. დაკვირვება გრავიტაციული მიკროლინზირების ეფექტზე იყო დაფუძნებული: როცა წინა პლანზე მდებარე ვარსკვლავი ჩვენსა და შორეულ მნათობს შორის გაივლის ხოლმე, ახლო ვარსკვლავი თავისებურ გამადიდებელ შუშად იქცევა, შორეული მნათობიდან მოსული სინათლის ფიკუსირებითა და გაძლიერებით. ჩვეულებრივ მსგავსი დამზერები დაახლოებით ერთი თვე გრძელდება.
თუ წინა პლანზე მდებარე ვარსკვლავს(ლინზას) პლანეტა აქვს, მაშინ ის, მეორე ლინზად იქცევა. ანალიზის საშულებით ვარსკვლავი-ლინზას მასის დადგენა გამოითვლება პლანეტასთან მიმართებაში. ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა, წინა პლანის ობიექტი კოსმოსში თავისუფლად მოძრავი პლანეტა შეიძლება აღმოჩნდეს, არა ვარსკვლავი(თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტები; მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს). ამ დროს პლანეტის მასის დადგენის შესაძლებლობა ჩნდება მისი ორბიტალური კომპანიონის მიმართ, ანუ მისი ”მთვარის”.
ამ შემთხვევაში ლინზას ბუნება უცნობია. დიდი სხეულის თანაფარდობა პატარა კომპანიონთან ასეთია – 2000/1-ზე. აქედან გამომდინარე, ეს ტკბილი წყვილი ან პატარა მკრთალი ვარსკვლავია პლანეტით, რომლის მასა 18 დედამიწისას უტოლდება, ან დიდი პლანეტაა(იუპიტერზე დიდი) თანამგზავრით, დედამიწაზე ნაკლები მასის.
სამწუხაროდ, არ არსებობს ამ ორი ვარიანტის გადამოწმების მეთოდი. უეს თრობი, რომელიც ეკზოპლანეტების ძებნაზე არის პასუხისმგებელი ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში, იძულებულია აღიაროს: იმის გათვალისწინებით, თუ რა უფრო ხშირად გვხვდება ბუნებაში, სიმართლესთან ახლოს ვარსკვლავის ვარიანტი უფრო იქნება.
საიდუმლოს ამოხსნა იდუმალ დუეტამდე ზუსტი მანძილის დადგენას შეუძლია: შედარებით მსუბუქი მასების წყვილი დედამიწასთან უფრო ახლოს უნდა იყოს. დამკვირვებლის თავალთახედვის არეში ობიექტთა შეთავსებისთანავე, დამატებითი გაზომვების ჩატარება ძალიან ძნელი ხდება. ეკზომთვარეობის კანდიდატისა და მისი კომპანიონის ჭეშმარიტი ბუნება სისტემა МОА 2011 BLG 262-დან გაურკვეველი რჩება.
ამ წყვილამდე მანძილის დადგენა, მომავლში, ორბიტაზე მდებარე ”სპიცერისა” და ”კეპლერის” სშუალებით შეიძლება მოხდეს, რომლებიც მზიურ ორბიტაზე არიან, დედამიწიდან საკმაოდ შორს, ანუ პარალაქსის მეთოდით.
რომ გავიგოთ, რა არის პარალაქსი, გაშალეთ ხელი და თითის კიდეს უყურეთ, თვალების მორიგეობით დახუჭვით: მოგეჩვენებათ, რომ თითის კიდე ხან ერთ და ხან მეორე ადგილს იკავებს. თუ შორეულ ვარსკვლავს დიდი მანძილით დაშოებული ტელესკოპებით შევხედავთ, ვარსკვლვიც ასევე სხვადასხვა ადგილზე მდებარედ მოგვეჩვენება. დავამატოთ ლინზირებაც, ტელესკოპები გაძლიერებულ სინათლესაც განხვავებულად დაინახავენ. საუკეთესო ვარიანტია, როცა ერთ-ერთი ტელესკოპი დედამიწის ზედაპირზეა.