PN A66 33 – ბრილიანტის ბეჭედი

 ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპით – VLT(დიდი ტელესკოპების ერა), ნისლეულ PN A66 33-ის გამოსახულება მიიღეს, ის ეიბელ 33-ის სახელით უფრო არის ცნობილი. სრულიად შემთხვევით ეს მანათობელი ბუშტი, რომელიც ხნიერმა ვარსკვლავმა გარე ფენების მოშორებით წარმოქმნა, ელვარე ვარსკვლავისთვის ფონად ქცეულა, რის გამოც ფოტოზე ბრილიანტის ბეჭდის მაგვარი რამ გამოისახა.

 დედამიწიდან 2500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეიბელ 33-ს იდელაურად მრგვალი ფორმა აქვს, რაც ასეთი ტიპის ობიექტისთის ძალინ უჩვეულოა. ელვარე ვარსკვლავი ნისლეულის კიდეზე აღმოჩნდა, შემთხვევითი პროექციის გამო. ვარსკვლავი HD 83535, ნისლეულამდე მანძლის ნახევარზე მდებარეობს.

 ის, რაც წარმომქმნელი ვარსკვლავისგან დარჩა – ვარსკვლავური ბირთვი, თეთრ ჯუჯად გადაქცევის პროცესშია(ჩანდრასეკარის ზღვარი), პატარა თეთრი წერტილის სახით გამოსახულების ცენტრში(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). ვარსკვლავი ჯერ კიდევ მძლავრად ანათებს, მზეზე კაშკაშაა და მისი მძლავრი ულტრაიისფერი გამოსხივება მოშორებული გარსის, ანუ ნისლეულის, ნათებას იწვევს(ვარსკვლავი – ვრცლად).

httpv://www.youtube.com/watch?v=_xy-8SKi3mI

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.