მნათობის რადიუსი, რომლის სახელია W26, 1500-ჯერ აჭარბებს მზისას(7ა.ე, ანუ იუპიტერი მის შიგნით აღმოჩნდებოდა მზის ადგილზე რომ დაგვესვა)(Phys.org). გარდა ამისა, ამ ეტაპზე ის ცნობილთა შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. აღმოჩენა ყველაზე დიდი ტელესკოპის( VLT, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) საშუალებით მოხდა. W26 თანავარსკვლავედ Altar(საკურთხეველი)-ში, დედამიწიდან 11 500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. წითელი ზეგიგანტების კლასს ეკუთვნის და ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავების გარემოცვაშია მოხვედრილი, რომლებიც ასტრონომების ყურადღებას აქამდეც იპყრობდა(ვესთერნლუნდ 1 და 2). მკვლევარებმა ვარსკვლავის გარშემო იონიზირებული წყალბადის ღრუბელი აღმოაჩინეს(მწვანე ფერები). სხვა მონაცემებთან ერთად, მეცნიერთა აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზეგიგანტი ევოლუციის ბოლო სტადიაზე იმყოფება(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა). მასზე დაკვირვება ასტრონომებს მსგავსი ვარსკვლავების ბოლო დღეების დეტალებზე მისცემს ინფორმაციას(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). მნათობის ირგვლივ არსებული ნისლეული ძალიან ჰგავს ზეახალი ვარსკვლავის SN 1987A-ს ნარჩენს. ეს უკანასკნელი ირმის ნახტომის ჯუჯა თანამგზავრში, მაგელანის დიდ ნისლეულში მდებარეობს. ზეახლად ანთბის სინათლემ დედამიწამდე 1987 წლის 34 თებერვალს მოაღწია(ყველაზე კაშკაშა და მძიმე ვარსკვლავი).
ყველაზე უფრო შესიებული ვარსკვლავი
Posted by