როგორ გამოიყურებიან პლუტონის თანამგზავრები? ათი წლის წინათ, მხოლოდ მათ შორის ყველაზე დიდის, ქარონის შესახებ ვიცოდით, თუმცა არც მისი დეტალური გამოსახულება გაგვაჩნდა. კოსმოსური აპარატის – ”ახალი ჰორიზონტები”, მზადებისა და სტარტის პერიოდში, ედუინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელეკსოპით, პლუტონის სხვა თანამგზავრებიც იქნა აღმოაჩენილი, რომლებიც მხოლოდ ნათელი წერტილების სახით ჩანს ფოტოზე. გასულ ზაფხულს, ”ახალი ჰორიზონტები” მაქსიმალურად მიუახლოვდა პლუტონს და მისი, ქარონის, სტიქსის, ნიქტას, ცერბერისა და ჰიდრას ზედაპირები გადაიღო. შედეგი, ამ სურათზეა წარმოდგენილი – ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმების მქონე თანამგზავრთა ზედაპირების დეტალები ისევ უცნობი რჩება. ძალიან პატარა და შორეული თანამგზავრების გარჩევადობის ამაღლება თანამედროვე ტელესკოპებისთვისაც მიუწვდომელია, ხოლო მზის სისტემის ბოლოზე მდებარე პლანეტებისკენ ახალი ზონდების გაშვება არ იგეგმება(მისია ”ახალი ჰორიზონტები”).
ქარონი და პლუტონის პატარა მთვარეები
Posted by