გული, ნიქტა, ჰიდრა

 ავტომატურმა ზონდმა – „ახალი ჰორიზონტები“, გულად წოდებული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით კიდევ ერთი მთაგრეხილი აღმოაჩინა. 1,5 კილომეტრი სიმაღლის მთები, პლატო თანამგზავრის ყინულოვან ვაკეებსა და კრატერებით დაფარულ ბნელ რეგიონებს შორის მდებარეობს.

gulis samxretit mtebi

 ექსპერტთა შეფასებით, ამ მთათა ასაკი 100 მილიონი წელი უნდა იყოს, კრატერებისა კი – 1 მილიარდი წელი. ზედაპირის აგებულობის ასეთი სხვაობა, პლუტონის გეოლოგიურ აქტივობაზე მეტყველებს. უფრო ხნიერი რელიეფის მუქი ფერი, დარტყმითი კრატერების ნალექებით შევსებას უკავშირდება. მენციერები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ თანაარსებობენ და ზემოქმედებენ ერთმანეთზე ამ ჯუჯა პლანეტის განსხვავებული სტრუქტურის ზედაპირული წარმონქამნები.

 ეს მონაცემები დედამიწაზე 20 ივლისს მოვიდა. ნასას წარმომადგენელთა თქმით, გეოლოგიური თავსიებურებების გარჩევა ერთ კილომეტრამდე სიზუსტით არის შესაძლებელი. გულის სამხრეთ კიდესთან აქამდე აღმოჩენილი მთების სიმაღლე 3,5 კილომეტრს უტოლდება.

 ნიქტას პირველი ფერადი ფოტოს საშუალებით, მისი ფორმისა და ზომების დადგენა მოხერხდა. ლობიოსმაგვარი პლუტონის თანამგზავრის ზომებია 42/36-ზე კმ. ფოტოზე 3 კილომეტრამდე ზომის რელიეფური თავსიებურებების გარჩევაა შესაძლებელი. რუხი ფერის ნიქტას ზედაპირზე მოწითალო ლაქა შეიმჩნევა, რომელიც მეტეოროიდული დარტყმით შეიძლება იყოს წარმოქნილი.

niqta da hidra

 მეორე პატარა თანამგზავრი – ჰიდრა, ზომით 55/40-ზე კილომეტრი, მოხაზულობით მიჩიგანის შტატს ჰგავს. მუქი ფერის რეგიონების დიამეტრი 1,2 კილომეტრს აღწევს. ჩანს მინიმუმ 2 დარტყმითი კრატერის კვალიც. გარდა ამისა, ჰიდრას ზედა ნაწილი უფრო ბნელია, ვიდრე ქვედა, განხვავებით ერთფეროვანი ნიქტასგან, რაც პირველის ზედაპირის არაერთგვაროვან შემადგენლობაზე მეტყველებს.

 მეცნიერთა თქმით, ერთნაირი ზომების მიუხედავად, ამ ორ თანამგზავრს განსხვავებული თვისებები და შემადგენელი გააჩნია. კიდევ უფრო პატარა სტიქსისა და ცერბერის ფოტოები, სავარაუდოდ, „ახალი ჰორიზონტებიდან“ 2015 წლის ოქტომბერში მოვა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.