”მარსის” კანიონი ქარონზე

 პლუტონის დიდი თანამგზავრის, ქარონის მაღალი ხარისხის გამოსხულება, ინსტრუმენტების – MVIC (მულტისპექტრული კამერა) და LORRI (შორ მანძილზე მოქმედების გამოსახულების მიმღები) საშუალებით, გამოსიხვების ინფრაწითელ, ცისფერსა და წითელ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოების ნაკრებით იქნა აწყობილი. მასზე 2,9 კილომეტრის ზომის რელიეფის დეტალების გარჩევაა შესაძლებელი.

 ქარონის ლანდშაფტი ისეთი მრავალფეროვანი არ არის, როგორც პლუტონზე, თუმცა, მეცნიერებმა უჩვეულო სტრუქტურები აქაც შეამჩნიეს. უკეთ გამოჩნდა მუქი-წითელი მტვრით დაფარული მორდორი(პლუტონი, ქარონი, ჰიდრა, ნიქტა), ასევე, ეკვატორთან ახლოს მდებარე კანიონი, რომლის ზომები მარსზე არსებული დიდი კანიონის ზომებს შეიძლება შევადაროთ.

კანიონი Argo Chasma ქარონზე.


კანიონი მარინერი მარსზე.

 1,6 ათასი კილომეტრის სიგრძის კანიონი(ქარონის დიამეტრია 1,2 ათასი კილომეტრი), მარსის დიდ კანიონზე 4-ჯერ გრძელია, ზოგიერთ ადგილებში 2-ჯერ ღრმა. უზარამზარი ხეობა, ალბათ, ქარონის მეორე მხარესაც გრძელდება, რომელიც თვალთახედვის მიღმაა დარჩენილი.

 პლუტონისა და ქარონის პოლარული, ასევე ეკვატორული რეგიონები ერთმანეთის მსგავსია. როგორც ჯუჯა პლანეტაზე, მის თანამგზავრზეც შეიმჩნევა კრიოვილკანიზმისა და ზედაპირსქვეშა ოკეანის კვლები. მეცნიერთა აზრით, ეს წყალსატევი ძალიან დიდი ხნის წინათ არსებობდა და ახლა გაყინულ მდგომარეობაში იქნება.

plut qaroni
პლუტონი დაქარონი.

 ”ახალი ჰორიზონტები”-დან მიღებული მონაცემები, ქარონის მდიდარ გეოლოგიურ ისტორიაზე მოგვითხრობს – მთები, კანიონები, დაბლობები, დამეწყრილი ზონები და ფერთა ვარიაცია. ”როგორც ჩანს, ოდესღაც, ქარონის ქერქი გასკდა” – ამბობს ჯონ სფენსერი(სამხრეთ-დასავლური კვლევითი ინსტიტუტი, ბოლდერი, კოლორადო, ა.შ.შ.).

 ავტომატური ინტერპლანეტარული სადგური ”ახალი ჰორიზონტები”, 2015 წლის 5 სექტემბრიდან მონაცემთა გადმოცემის პიკურ ფაზაში გადავიდა, მონაცემებისა, რომლებიც 14 ივლისს, პლუტონთან მაქსიმალურად მიახლოების დროს შეაგროვა. ათობით გიგაბაიტი მონაცემების გადმოცემა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=lrMBzJcvtt0

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.