ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა

 ერთდორულად სამმა კოსმოსურმა ობსერვატორიამ დაარეგისტრირა ზემასიური შავი ხვრელის გააქტიურება, რომელიც ჩვენი გალაქტიკის – ირმის ნახტომი, ცენტრში მდებარეობს. მშვილდოსანი A* (Sagittarius A*, Sgr A*)-ს სახელით ცნობილი ხვრელი, რომელის მასა 4 მილიონი მზის მასას უტოლდება, ათჯერ უფრო მეტ ელვარე რენტგენის ანთბებს უშვებს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.

WISE
WISE(NASA).

 აღმოჩენა, კოსმოსური ობსერვატორიებიდან – WISE, ”ჩანდრა”, ”XMM-ნიუტონი”, გადმოცემული მონაცემების ანალიზით მოხერხდა.

 15 წლიანი ინტერვალის განამვლობაში დაგროვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მშვილდოსანი A*, საშუალოდ, 10 დღის განმავლობაში ერთ ელვარე რენტგენის ანთებას წარმოქმნის. თუმცა, წინა წლის განმავლობაში, ამ ანთებების ტემპი გახშირდა – ერთი ანთება დღეში.

 ამ ანთებებს, ხვრელის გრავიტაციულ ჭაში ვარდნილი გავარვარებული მატერია წარმოქმნის. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, საიდან მოხვდა ხვრელთან ახლოს გაზის დამატებითი პორციები, რომლებიც გახშირებული ანთებების მიზეზია.

 ხვრელის გააქტიურების ახსნის ორი ვერსია არსებობს. ერთის მიხდვით, ეს ზედმეტი გაზი, ხვრელმა მასთან მიახლოებულ ღრუბელს – G2, თავისი უძლიერესი გრავიტაციით ”ჩამოგლიჯა”. მეორეს მიხედვით, მიზეზი, ცენტრთან ახლოს მდებარე გიგანტური ვარსკვლავების გაძლიერებული ქარია. რენტგენის გამოსხივების სიხშირის ზრდა ორივე მათგანს შეუძლია.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=d6XdpuEC8nE

 მეცნიერები, G2-ს გაზისა და მტვრის გროვად თვლიდნენ. თუმცა, შედმგომმა დაკვირვებებმა, ამ ღრუბლის დეფორმაცია ვერ გამოავლინა, რაც ხვრელის გრავიტაციის ზემოქმედებით უნდა მომხდარიყო. ამის გამო, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ G2, თავისებური ”ჭუპრია”, რომელშიც დიდი ვარსკვლავი იმალება, რომლის გრავიტაცია შემომფარგლავ გაზებს აკავებს და მშვილდოსანი A*-კენ არ უშვებს. ხვრელის გააქტიურება, ამ ღრუბლის მიახლოებას დაემთხვა, ამიტომ ამ ორი ვერსიდან პირველი უფრო არის სინამდვილესთან ახლოს, თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ გახშირებული ანთებები სულ სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული(გააქტიურებული მშვილდოსანი A*; ირმის ნახტომი – განზომილებათა გზაჯვარედინი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.