კიდევ ერთი იდუმალი G გალაქტიკის ცენტრში

 ახლად აღმოჩენილ ობიექტს G1 შეარქვეს, ხოლო იმავე რეგიონში მოძრავი უკვე კარგად ცნობილი G2 კი, მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის ასტრონომთა აზრით, გაზის ღრუბელს წარმოადგენს(G2 – უჩვეულო ობიექტი ირმის ნახტომის ცენტრში). ეს ღრუბელი მატერიას ჰკარგავს, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის(მშვილდოსანი A*) ყელში ინთქმება. ეს გიგანტური მონსტრი იშვიათად სადილობს, ამიტომ ასტრონომებს შესანიშნავი შანსი მიეცათ დააკვირდნენ, როგორ მიირთმევს იგი.

 სხვა აზრზე არიან კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსები. მათი აზრით, G2 გაზითა და მტვრით შემოფარგლული ვარსკვლავია. გასული წლის ზაფხულში G2 ხვრელს მაქსიმალურად მიუახლოვდა, თუმცა გახლეჩას გადაურჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი სიმკვრივე ვარსკვლავისას უფრო შეესბამება(გაზურმა ღრუბელმა შავი ხვრელი ვერ შეამჩნია).

G1 ევროპელები ამ აზრს არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ G2 ხელუხლებელი დარჩებოდა გაზის ღრუბელიც რომ იყოს – G2 ერთ დროს, გიგანტური ღრუბლის ნაწილი იყო, რომელიც პატარა ფრაგმენტებად დაიშალა, როგორც ძაფზე ასხმული მძივი. თუ ამ ტრაექტორიით მოძრავი სხვა ფრაგმენტებიც გამოჩნდნენ, ამით ამ მოსზრების მართებულება დამტკიცდება.

 ”კომპიუტერული მოდელირებით მიღებული შედეგები გვიჩვენებენ, რომ G1 და G2 ერთი და იგივე გაზის ნაკადის ნაწილები არიან” – ამბობს კვლევის თანაავტორი სტეფან ჯილესენი(Astrophysical Journal).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=d6XdpuEC8nE

2 comments

  1. არაჩვეულებრივი სანახავია კომპიუტერული ანიმაცია, განსაკუთრებით ვარსკვლავები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ შავი ხვრელის გარშემო 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.