G2 – უჩვეულო ობიექტი ირმის ნახტომის ცენტრში

 მრავალი წლის განმავლობაში, ობიექტი G2, ასტრონომებს ზემასიური შავი ხვრელისკენ წაგრძელებული წყალბადის ღრუბელი ეგონათ. ამ ზაფხულს, მისი მიახლოებისას ზემასიურ შავ ხვრელთან(ირმის ნახტომის ცენტრში თხუნელას ორმოა?!), კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ეს უჩვეულო ობიექტი ორი ბინარული(ორმაგი) ვარსკვლავების წყვილს წარმოადგენს(გაზურმა ღრუბელმა შავი ხვრელი ვერ შეამჩნია).

 მკვლევართა ჯგუფს ანდრეა გეზი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, G2 შავ ხვრელთან ახლოს მდებარე ბინარული ვარსკვლავების უნიკალურ წყვილს წარმოადგენს. მათ შერწყმას შავი ხვრელის მძლავრი გრავტაცია აჩქარებს. კვლევა ჰავაის კუნძულებზე არსებული კეკის ობსერვატორიაში ტარდებოდა, ხილული და ინფრაწითლი დიაპაზონის ორი უდიდესი ტელესკოპებით.

 „ცენტრთან ახლოს ორმაგი მასიური ვარსკვლავები დომინირებენ. შესაძლებელია, ბევრი ვარსკვლავი, რომლებიც ჩვენ უჩვეულოდ გვეჩვენებიან, საბოლოო პროდუქტები არიან შერწყმისა, რომელიც უკვე დასრულდა“ – ამბობს გეზი.

kekis teleskopi lazeri გეზმა და მისმა კოლეგებმა ისიც გაარკვიეს, რომ G2 ახლა შერწყმის წინა გაფართოების მდგომარეობაში უნდა იყოს.

 G2 ე.წ. სპაგეტიზაციას განიცდის, გავრცელებულ მოვლენას შავი ხვრელების მახლობლად, როცა ობიექტები წაგრძელებულ ფორმებს იღებენ. ამასთან ერთად, G2-ის ზედაპირი გარემომცველი ვარსკვლავების გამოსხივებითაც ცხელდება და უზარმაზარ გავარვარებულ გაზურ-მტვროვან ღრუბელს ქმნის, რომელიც მასიური ვარსკვლავის დიდ ნაწილს ფარავს.

 მეცნიერთა თქმით, კეკის მოწინავე ტექნოლოგიების გარეშე ისინი ვერაფერს გახდებოდნენ. 10 მეტრიანი სარკეების მქონე ტელესკოპები ადაპტიურ ოპტიკას იყენებენ, რომლის საშუალებითაც ატმოსფეროსგან გამოწვეული ხარვეზების კორექტირება არის შესაძლებელი.

 „ჩვენ ვაკვირდებით ზემასიურ ხვრელთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომელთა დანახვა სამყაროს სხვა ნაწილში შეუძლებელია“ – დასძენს გეზი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.