ორმაგი ვარსკვლავი, მისი დისკო და ეგზოპლანეტა

 ეგზოპლანეტების ძებნისთვის სპეციალიზირებული მოწყობილობის საშუალებით – SPHERE, რომელიც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ყველაზე დიდი ტელესკოპების (VLT) ერთ-ერთ მოწყობილობად გამოიყენება, ჩვენს მიმართ გვერდხედით მობრუნებული გაზ-მტვროვანი დისკო იქნა აღმოჩენილი, რომელიც ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას – HD 106906AB შემოფარგლავს (eso).

Planet-hunting SPHERE Images First Circumbinary Planet System wi

 HD 106906AB, სამხრეთ ჯვრის ორმაგი ვარსკვლავია. ასტრონომები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ამ 13 მილიონი წლის ვარსკვლავის გარშემო, ე.წ. ნამსხვრევების დისკო უნდა ყოფილიყო, რაზეც ამ ვარსკვლავის ახალგაზრდობა და მისი გამოსიხვების თავისებურება მეტყველებდა. თუმცა, ამ დრომდე ეს დისკო უხილავი რჩებოდა. გამოსახულებაზე ორივე ვარსკვლავის შემომფარგლავი დისკო (ე.წ. ცირკუმბინარული) ქვედა მარცხენა კუთხესთან ჩანს. ვარსკვლავები სპეციალური ნიღბით არის დაფარული, რომელიც მათ ელვარებას ბლოკავს (კორონოგრაფი).

 დისკოს გარდა, ჯერადი სისტემის გარშემო ეგზოპლანეტაც ბრუნავს – HD 10690 b, მარჯვნივ მაღლა ფოტოზე. მასსა და ვარსკვლვს შორის მანძილი, აქამდე ცნობილ ყველა ეგზოპლანეტასა და მის დედავარსკვლავს შორის არსებულ მანძილზე მეტია – 97 მილიარდი კილომეტრი, ანუ 650 ა.ე .(1 ა.ე. = 150 000 000 კილომეტრი, მანძლი დედამიწიდან მზემდე). HD 10690 b კოლოსალური მასითაც გამოირჩევა: იუპიტერზე 11-ჯერ მასიურია და მისი ზედაპირის ტემპერატურა 1500 გრადუსს უტოლდება.

 SPHERE (ეგზოპლანეტა HD 95086-თან, პირდაპირი დამზერა)-ს დახმარებით, HD 106906AB გახდა პირველი ორმაგი სისტემა, რომლის ეგზოპლანეტისა და გაზ-მტვროვანი დისკოს ფოტო პირდაპირი მეთოდით იქნა გადაღებული. ამით ასტრონომებს ე.წ. ცირკუმბინარული სისტემის წარმოქნის რთული პროცესების შესაწავლის  უნიკალური შესაძლებლობა გაუჩნდათ (ეგზოპლანეტის საუკეთესო ფოტო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.