კვლევებით დადგინდა, რომლებიც კოსმოსური ობსერვატორია ”ჩანდრასა” და სხვა თანამგზავრების გამოყენებით ჩატარდა, რომ მაგნეტარები არც თუ ისე ერთსახოვანი არიან, როგორც აქამდე ითვლებოდა(NASA).
მასიური ვარსკვლავის ბირთვი, დახარჯა რა ბირთვული საწვავი, კოლაფსირებს(იკუმშება, რადგან გრავიტაცია ცენტრიდან მომავალ თერმობირთვულ ენერგიას გადაძლევს) და ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოქმნის – ზემკვრივი ობიექტი დიამეტრით 15-25 კილომეტრი. გრავიტაციული კოლაფსის დროს გამონთავისუფლებული ენერგია, ვარსკვლავის გარე ფენების გატყორცნით, დაიმზირება როგორც ზეახლის ანთება.
ნეიტრონულ ვარსკვლავთა უმრავლესობა სწრაფად(რამდენიმე ბრუნი წამში სიჩქარით) ბრუნავს, ზოგიერთი ნელა, ერთი ბრუნი რამდენიმე წამში(პულსარი).
ცალკეული ნეიტრონული ვარსკვლავები დრო და დრო რენტგენის მძლავრ სხივებს უშვებენ. ამ რენტგენის ანთებათა ენერგიის წყარო ვარსკვლავის მაგნიტური ველია, ამიტომ ასეთ ობიექტებს მაგნეტარებს უწოდებენ.
მაგნეტარის ზედაპირზე მაგნიტური ველი 10-დან 1000-ჯერ მეტია, ვიდრე ”საშუალო” ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირის ველი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაგნეტარი SGR 0418+5729(იგივე SGR 0418), საერთო სურათში ვერ ეწერება. მაგნიტური ველი მის ზედაპირზე ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ ნეინტრონულ ვარსკვლავთა უმრავლესობაზე.
მეცნიერები SGR 0418-ს სამ წელზე მეტ ხანს იკვლევდნენ, ”ჩანდრას”, ”XMM-ნიუტონის”, ”სვიფტისა” და RXTE-ს გამოყენებით. მათ მაგნიტური ველის დაძაბულობა რენტგენული ანთებების დროს ვარსკვლავის ბრუნვის სიჩქარის ცვლილებების მიხედვით განსაზღვრეს. SGR 0418-ის რენტგენული ანთებები, ვარსკვლავის ზედაპირში გაჩენილი ბზარებით არის განპირობებული, დაძაბულობით, რომელიც მაგნეტარის ზედაპირის ქვეშ კონცენტრირებულ ძლიერ მაგნიტურ ველში წარმოიქმნება.
SGR 0418-ას ევოლუციის მოდელირებით, მეცნიერებმა მისი ასაკი შეაფასეს – 550 ათსი წელი. ანუ, SGR 0418 ცნობილ მაგნეტართა უმრავლესობაზე ასაკოვანია და გაჩენის დღიდან მისი ველიც მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგნეტარის გარსიც შესუსტდა, ხოლო შიგა მაგნიტური ველი საკმარისად ძლიერი დარჩა, რითაც რენტგენული ანთებების შესაძლებლობა შენარჩუნდა.
SGR 0418-ას მაგალითზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ კიდევ ბევრი მაგნეტარი არსებობს ძლიერი ზედაპირისქვეშა ველით, ხოლო მაგნეტარების გაჩენის სიხშირე 5-10-ჯერ მეტია, ვიდრე ადრე ითვლებოდა.
მოდლირებამ აჩვენა, რომ ზედაპირული ველი SGR 0418-ის გაჩენისას ძალიან ძლიერი იყო. ანუ შესაძლებელია, რომ მაგნეტარის წინამორბედ მასიურ ვარსკვლავს თვითონაც ჰქონდა ძლიერი მაგნიტური ველი(ვარსკვლავი ყველაზე უფრო ძლიერი მაგნიტური ველით), ან ველები ნეიტრონული ვარსკვლავის სწრაფი ბრუნვით ჩნდებიან ზეახლად კოლაფსის დროს. თუ ასეთი ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონულები დიდი რაოდენობით იბადებიან, მაშინ გამა-ანთებათა ლომის წილი არა შავი ხვრელების, არამედ მაგნეტარების წარმოქმნაზე უნდა მოდიოდეს. გარდა ამისა, მაგნეტარების დაბადებას მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეჰქონდეს გრავიტაციული ტალღების ფონში, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.
იმის შესახებ, რომ SGR 0418-ს შედარებით სუსტი ზედაპირული მაგნიტური ველი გააჩნია, პირველად 2010 წელს გამოცხადდა. თუმცა მენციერებს მცირე მონაცემების გამო რეალური შეფასებების გაკეთება არ შეეძლოთ(მაგნეტარი; კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები; ზეელვარე ზეახლები: მაგნეტარის ჩანასახი; მაგნეტარი ირმის ნახტომის ცენტრთან).
უცნაური მაგნეტარი
Posted by