უცნაური გამა-ანთების ორნაირი ახსნა

 ასტრონომებმა გამა-ანთების – GRB 101225A, ასახსნელად ორი განსხვავებული ვერსია წარმოადგინეს. ის 2010 წლის 24 დეკემბერს დაფიქსირდა(აუცილებლად ნახეთ ანიმაცია). მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა(1,2).

 ანთება ორბიტალურმა ობსერვატორიამ – “სვიფტი”, შეამჩნია. შეგროვილი მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ GRB 101225A მთელი რიგი უცნაურობებით გამოირჩეოდა. მაგალითად, აფეთქების შემდგომი გამა-ანთება ჩვეულებრივზე დიდ ხანს გაგრძელდა და რენტგენის კაშკაშა ანთებით დასრულდა, რასაც თან უჩვეულო, ასეთი მოვლენისათვის არადამახასითებელი, ოპტიკური ნათებაც მოჰყვა(ელ.მაგნიტური გამოსხივება).


“Swift”( NASA).

ობიექტის გახლეჩა ძლიერი გრავიტაციით ნეიტრონულ ვარსკვლავთან(ილუსტრაცია/E/PO, Sonoma State University).

 პირველი ვერსიის თანახმად, რომელიც იტალიელმა, ამერიკელმა, ჰოლანდიელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს, ანთება ნეიტრონულ ვარსკვლავზე მცირე ზომის ობიექტის დაცემის შედეგად მოხდა. კერძოდ, ეს პატარა ობიექტი შეიძლება ყოფილიყო ასტეროიდი(ცერერაზე(ცერესი) პატარა). თვიოთონ ვარსკვლავი, სავარაუდოდ, ირმის ნახტომში მდებარეობს(რამდენად შორს მოხდა აფეთქება ჯერ კიდევ დაუდგენელია).

 მეორე ვერსიაში, რომელიც ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა წარმოადგინა, მოვლენა სხვაგვარადაა ახსნილი. მათი აზრით ნეიტრონული ვარსკვლავი მასიურ ჰელიუმიან ვარსკვლავს შეეჯახა, რამაც კატასტროფული აფეთქება გამოიწვია. ამავე დროს, ეს ობიექტები ირმის ნახტომის გარეთ, ახლოს მდებარე ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობდა, ზუსტად რომელში, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს(ზეახლების დეტონაციის კომპიუტერული მოდელი; უნიკალური გამა-ანთება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.