კოსმოსის უზარმაზარი სიცარიელეები (ვოიდები), გალაქტიკებს შორის, წყალბადისა და ჰელიუმის “ხიდებით” არის დაკავშირებული, რომლებიც „შუქმზომად“ შეიძლება გამოვიყენოთ. Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორები იუწყებიან, რომ სინათლე, გამოსხივებული გალაქტიკებისა და კვაზარების მიერ, გალაქტიკათშორისი წყალბადის „გადასხივებულ“ სინათლეზე გაცილებით ნაკლებია, განსხვავება კი შთამბეჭდავია – 400%!!!
„400%-იანი განსხვავება იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც სერიოზულ შეცდომას ვუშვებთ“ – ამბობს დევიდ უაინბერგი, ოჰაიოს უნივერსიტეტიდან.
„თითქოს, დიდსა და კარგად განათებულ ოთახში ვიმყოფებით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე 40 ვატიან ნათურას ვხედავთ. საიდან ჩნდება მთელი ეს სინათლე? ჩვენ არ ვიცით“ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ჯუნა ქოლმაიერი.
უცნაურია, მაგრამ ეს შეუსაბამობა მხოლოდ ახლო, შედარებით კარგად შესწავლილ კოსმოსს ეხება. მილირდობით სინათლის წლის იქეთ მდებარე გალაქტიკებთან(ანუ ახალგაზრდა სამყაროს გალაქტიკებთან) ყველაფერი შესაბამისობაშია. მეცნიერთა მიერ ჩატარებული გამოთვლები ახალგაზრდა სამყაროს მაგალითზე კარგად მუშაობს, სამყაროს ლოკალური ნაწილისთვის კი ნაწილებად იშლება.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სინათლე, რომელიც მაღალი ენერგიების ულტრაიისფერი ფოტონებისგან შედგება. ამ ფოტონებს, ელექტრულად ნეიტრალური წყალბადის ატომების, ელექტრულად დამუხტულ იონებად გადაქცევა შეუძლია. მათი წარმომქმნელი ორი ძირითადი წყაროა ცნობილი – კვაზარები და ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავები.
დაკვირვებებით დგინდება, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავების გამოსხივებულ მაიონიზირებელ ფოტონებს მათი მშობლიური გალაქტიკების გაზები შთანთქავს, ამიტომ გალაქტიკათშორის წყალბადზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ. ცნობილ კვაზართა რაოდენობა კი ძალიან მცირეა იმისათვის, რომ მთელი ეს დამზერადი სინათლე მოგვცეს(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი).
„ან გალაქტიკებისა და კვაზარების რაოდენობის შეფასებაში ვცდებით, ან მაიონიზირებელი ფოტონების მასხივებელი რაღაც სხვა ძლიერი წყაროც არსებობს. თუმცა, სინათლის დანაკლისის კრიზისი მხოლოდ ასტრონომებს აქვთ, სამყაროს, ყველაფერი წესრიგში აქვს“ – ამბობს ქოლმაიერი.
შეუსაბამობა, სუპერკომპიუტერულ მოდელირებებსა და „ჰაბლით“ მიღებული მონაცემების ანალიზს შორის არსებული განსხვავებიდან გამომდინარეობს. „მოდელირებას, ახალგაზრდა სამყაროს შესახებ არსებული მონაცემები, სრულ შესაბამისობაში მოჰყავს, ლოკალურთან თანხმობა კი მაშინ მოხდებოდა, თუ დავუშვებთ, რომ ეს ჭარბი სინათლე მართლაც არსებობს. შესაძლებელია, მოდელირება რეალობიდან შორსაა, რაც გასაკვირი იქნებოდა, რადგან გალაქტკათშორისი გაზები, სამყაროს ეს კომპონენტი, კარგად გვაქვს შესწავლილი“ – ამბობს ბენ ოფენჰაიმერი, კვლევის თანაავტორი კოლორადოს უნივერსიტეტიდან(ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“).
„ყველაზე საინტერსო დაშვება ისაა, რომ ფოტონების დანაკლისი რაიმე ეკზოტიკური წყაროს მიერ იყოს გამოწვეული. მაგალითად, ბნელი მატერია, რომელიც გალაქტიკებსა და მათ გროვებს დაშლისგან იცავს, შეიძლება იშლებოდეს და დამატებით სინათლეს ასხივებდეს. როცა ბნელი მატერიის დაშლაზე სერიოზულად ვლაპარაკობთ, ეს უკვე ნამდვილი კრიზისია“ – დასძენს ნილ ქათცი, მასაჩუსეთსის უნივერსიტეტიდან(ამჰერსთი)(ვილჰელმ ოლბერსის პარადოქსი).