როგორ ახერხებენ მიკრობები გადარჩენას?

 მიკრობების კვლევისას, მათთვის ხელსაყრელ პირობებში აშენებენ, ხოლო შემდეგ არკვევენ, როგორ რეაგირებენ ისინი სტრესსა და პირობებზე, რომლებიც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, ნასას შეკვეთით, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილებამ (LSU) განსხვავებული კვლევა ჩაატარა: როგორ ახერხებენ მიკრობები მარადიულ მყინვარებში, ან (მოახერხებდნენ) მარსის ყინულებშიც კი, გადარჩენას.

 ბრენტ ქრისთნერმა (ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი) და მისმა უნივერსიტეტელმა კოლეგებმა, მყინვარიდან აღებული მიკრობების დნმ-ს კვლევა ჩაატარეს. ”მიკრობები მაკრომოლეკულებისგან შედგება, რომლებიც გაყინვის შემთხვევაში იშლება. მათი დნმ თანდათანობით იშლება მომენტამდე, რომლის მერეც ვეღარ დაექვემდებარება აღდგენას. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ეს პერიოდი, მით უარესი მიკრობისთვის” – ამბობს ქრისთნერი.

 ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ასე შეიძლება აიხსნას: დნმ-ს აღდგენის მექანიზმები ყინვაშიც მოქმედებს. მეცნიერებმა, ციმბირის მარადიული სიცივედან აღებული ბაქტერიები მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს. გამოსხივება დნმ-ს ისეთნაირად შლის, როგორც მყინვარში 225 000 წლით ჩამარხვის მერე. შემდეგ, ნიმუშები 2 წლის განმავლობაში დაბალი ტემპერატურის (-15oС) პირობების მქონე კამერაში მოათავსეს, მათი დნმ-ს მთლიანობის პეროდული შემოწმებებით.

 როგორც მოსალოდნელი იყო, გამოსხივებამ დნმ-ს ქრომოსომები დააზიანა, მისი მცირე ნაწილაკებად დაშლით. თუმცა, მეცნიერები იმ ფაქტმა გააოგნა, რომ 2 წელი მაცივარში ყოფნის მერე, დნმ-ს კავშირებმა აღდგენა დაიწყო.

 ”ეს შემთხვევითი პროცესი არაა. უჯრედებს თავიანთი დნმ-ს აღდგენა შეუძლიათ. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ჩვეულებრივ, არ ვითვალისწინებდით, რომ ასეთ პირობებში რთული ბიოლოგიური პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს” – ამბობს ქრისთნერი.

 ქრისთნერი იმასაც ამტკიცებს, რომ თუ სიცოხლე ოდესმე მარსზეც არსებობდა და მიკრობები პლანეტის სიღრმეში ისევ არის, ისინი ხელსაყრელ პირობებშო მოხვედრის მერე გამოცოცხლებას დაიწყებენ.

 ”თუ დნმ-ს აღდგენის მექანიზმები დედამიწისეულ კრიოსფეროშიც მუშაობს, ამავე მექანიზმებით მზის სისტემის სხვა პლანეტებზე (მათ თანამგზავრებზე) არსებულ ყინულებში მყოფი არამიწიერი მიკრობებიც ისარგებლებენ (უცხო სიცოცხლე)” – აცხადებს მეცნიერი (ოკეანური ქერქქვეშა მიკროორგანიზმები; გაყინულ ტბაში უცნობი ორგანიზმები ცხოვრობენ; ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე; მარსული სიცოცხლის კვალი გაშავებულ ქვებზე; 70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღეს?!; უცხოპლანეტელი ბაქტერიები; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე; ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…; ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.