მცენარემ 1500 წლიანი გაყინვა გადაიტანა

 ანტარქიკული ხავსი, რომელმაც გაყინულ მდგომარეობაში 1500 წელი გაატარა, გადნა და ზრდა გააგრძელა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს (CNet).

 ხავსების უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს მკაცრ ბუნებრივ პირობებს, კრიპტობიოზის მდგომარეობაში შესვლით, კარგად არის ცნობილი. თუმცა, გაყინულ ნიმუშებზე ხანგრძლივი დაკვირვება, რომლის მერეც ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ, აქამდე მხოლოდ 20 წლით შემოიფარგლრბოდა. მეცნიერებმა, პროგრამა არქტიკული კვლევების ჩარჩოერბში (BAS), დაადგინეს, რომ გაყინული ხავსი სიცოცხლის უნარიანობას საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს.

xavsi 1500 1

 პიტერ ქონუეი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი, თვლის, რომ ხავსების უნარი გაცოცხლდნენ ხანრგძლივი კრიპტობიოზიდან გამოსვლის მერე, ბიოსაფარის გახავსიანებაში უდიდეს როლს თამაშობდა, ხავსებისა, რომლებიც გამყინვარების პერიოდების მერე თავისუფლდებოდნენ.

 გაყინული ნიმუში შესაბამისი პირობების ინკუბატორში მოათვსეს, რამდენიმე კვირის მერე მან ზრდა დაიწყო. რადიონახშირბადული ანალიზის მიხედვით, ამ ხავსის ასაკი 1530 წელია (”ბიონის” დაბრუნება; ყველაზე ამტანი ხავსზე; ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში; როგორ ახერხებენ მიკრობები გადარჩენას; ოკეანური ქერქქვეშა მიკროორგანიზმები; გაყინულ ტბაში უცნობი ორგანიზმები ცხოვრობენ; ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე; პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.