ამ ციურ პეიზაჟზე, ირმის ნახტომი ზედა კუთხიდან იწყება, სამხრეთის ჯვრის ვარსკვლავებისა და ბნელი ნისლეულის, ნახშირის ტომრიდან, შემდეგ კი ჰორიზონტისკენ ეშვება. ფოტო გადაღებულია 2 თებერვლის დილას (ალექს ჩერნი, Terrastro, TWAN), ცენტრალური ვიქტორიიდან (ავსტრალია). მილეული, 26 დღიანი ნახევარმთვარე ჯერ ისევ კაშკაშებს. ელვარებით მეორე და მესამე შუქურები – ვენერა და იუპიტერი, ირმის ნახტომის ცენტრალური ბალჯის ქვედა ნაწილის ფონზე ჩანს. კაშკაშა პლანეტებისა და მთვარის შემაერთებელი ხაზის გაგრძელებაზე სატურნი მდებარეობს, ოდნავ შესამჩნევი წერტილი მთვარის ელვარე ჰალოდან მარჯვნივ. ავსტრალიის პირველ ასტრონომებს, ირმის ნახტომის ფორმა ემუს (ფრნიველი) აგონებდათ. იმ ვარსკვლავებიან ღამეს, მთვარე და პლანეტები გიგანტური ემუს კვერცხებს ჰგავდა.
მთვარე, ოთხი პლანეტა და ემუ
Posted by