მთვარე, ოთხი პლანეტა და ემუ

 ამ ციურ პეიზაჟზე, ირმის ნახტომი ზედა კუთხიდან იწყება, სამხრეთის ჯვრის ვარსკვლავებისა და ბნელი ნისლეულის, ნახშირის ტომრიდან, შემდეგ კი ჰორიზონტისკენ ეშვება. ფოტო გადაღებულია 2 თებერვლის დილას (ალექს ჩერნი, Terrastro, TWAN), ცენტრალური ვიქტორიიდან (ავსტრალია). მილეული, 26 დღიანი ნახევარმთვარე ჯერ ისევ კაშკაშებს. ელვარებით მეორე და მესამე შუქურები – ვენერა და იუპიტერი, ირმის ნახტომის ცენტრალური ბალჯის ქვედა ნაწილის ფონზე ჩანს. კაშკაშა პლანეტებისა და მთვარის შემაერთებელი ხაზის გაგრძელებაზე სატურნი მდებარეობს, ოდნავ შესამჩნევი წერტილი მთვარის ელვარე ჰალოდან მარჯვნივ. ავსტრალიის პირველ ასტრონომებს, ირმის ნახტომის ფორმა ემუს (ფრნიველი) აგონებდათ. იმ ვარსკვლავებიან ღამეს, მთვარე და პლანეტები გიგანტური ემუს კვერცხებს ჰგავდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.