როგორს ხედავს სამყაროს ტელესკოპი „ჰაბლი“? ალბათ ისეთს, როგორიც ამ ილუსტრაციაზეა წარმოდგენილი – მისი შორეული, ხილული კიდეები და მზის სისტემა ცენტრში.
ეს არ არის რუკა, უფრო, დამზერის სივრცის ვიზუალიზაციაა. გარე საზღვარი, სამყაროს ის ნაწილია, რომლის დანახვა „ჰაბლს“ შეუძლია, ხოლო მზის სისტემა, კოიპერის სარტყლისა და ოორტის ღრუბლის ჩათვლით, ცენტრშია წარმოდგენილი. შემდეგ, ახლოს მდებარე ვარსკვლავები მოდის, გალაქტიკა ანდრომედა, გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და ა.შ.(ირმის ნახტომის სახლი – ზეგროვა „განუზომელი ზეცა“) რელიქტური გამოსხივებისა და დიდი აფეთქების ჩათვლით.
ამ ილუსტრაციის საშუალებით, თუ კოსმოსურ ობიექტებს შორის არსებულ მილიარდობით სინათლის წლებსაც გავითვალისწინებთ, უკიდეგანო სამყარო უფრო ადვილად აღსაქმელი გახდება(რა სიჩქარით და საით მივქრივართ?).