რას უნდა ველოდეთ მეცნიერებისგან 2016 წელს?

 მისიები მარსისკენ, ბრძოლა ნახშირორჟანგთან, გრავიტაციული ტალღები – ყველაფერი ეს, მცირე ნაწილია ჩამონათვალისა, რომელიც 2016 წლის დღის წესრიგში იდგება. რა თქმა უნდა, პროგნოზების გარდა რაიმე სრულიად მოულოდნელსაც ველით, როგორიცაა ახალი ნაწილაკების აღმოჩენა ან უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალები.

ნახშირორჟანგი – შეწოვა…

 შვეიცარიული კომპნია(Climeworks) აპირებს ჰაერიდან აიღოს ნახშირორჟანგი და საწარმოო მასშტაბებში მოახდინოს მისი გაყიდვა, თანდათანობით, უფრო მსხვილი ობიექტების ქსელის შექმნით, რომლებიც გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში დაგვეხმარება. იგივე საქმით, კანადური Carbon Engineering-იც არის დაკავებული, რომელიც ნახშირბადს ჯერეჯრობით არ ყიდის და ცდილობს თხევადი საწვავი მიიღოს მისგან. ნახშირბადთან ბრძოლში სხვა საწარმოებიც მონაწილეობენ, თუმცა, 2015 წელს, მხოლოდ სადემონსტრაციო პროქეტების მცირე რაოდენობამ შეიწოვა ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირბადი(გლობალური დათბობის თეორიის ალტერნატივა).dnm ikofa

 გენები: ამოჭრა და ჩასმა

ამერიკული კომპანია Sangamo Biosciences, ჰემოფილიის გამომწვევი გენური დეფექტის გასწორებაზე იმუშავებს. კომპანია Biogen-თან ერთად ის ეცდება დაადგინოს, გამოდგება თუ არა იგივე ტექნოლოგია ჰემოგლობინის წარმოქნის პროცესის დასაჩქარებლად. მუშაობა მიდის ადამიანის გენების რედაქტირებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებზე, როგორიცაა უსაფრთხოება და ეთიკა. 2016-ში, ადამიანისთვის დამახასიათებელი დაავადებების უკეთ შესასწავლად, ასეთი სიმპტომების მქონე, გენურად-მოდიფიცირებული მაიმუნის დაბადების ამბავსაც შევიტყობთ(ნობელის ლაურეატი ქიმიაში აცხადებს, რომ მარადიული სიცოცხლის არ სჯერა).

 კოსმოსთან დაკავშირებული იმედები

LIGO 2015_foto ფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ სწორედ ამ წელიწადში შეძლებენ გრავიტაციული ტალღების არსებობის პირველი მტკიცებულებების მოპოვებას, უკიდურესად მაღალი სიმკვრივის მქონე კოსმოსური ობიექტების(ნეიტრონული ვარსკვლავები,შავი ხვრელები) მიერ გამოწვეულ დრო-სივრცულ შეშფოთებებს, რომლებიც Advanced LIGO-მ უნდა დააფიქსიროს. იაპონური Astro-H, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე მომავალი თაობის კოსმოსური ობსერვატორია იქნება, რომელიც ყველაფერთან ერთად, ბნელ მატერიასთან დაკავშირებული, ბულბულონების(bulbulons) სახელით ცნობილი სიგნალების ძებნით დაკავდება.

 საშიში კვლევები

 2014 წლის ოქტომბერში ა.შ.შ-ს მთავრობამ მკვეთრად შეუმცირა დაფინანსება კვლევას, რომელიც ”ფუნქციის გაძლიერების” სახელით არის ცნობილი. პათოგენების გაძლიერება მათი ადვილად გასანადგურებლად შემდგომი შესწავლისთვის, სასიკვდილო ვირუსების გარეთ მოხვედრის რისკს უკავშირდება. გაგრძელდება თუ არა ეს ექსპერიმენტი, ამ წელიწადში გადაწყდება(პათოგენებს ანტიბიოტიკების აღარ ეშინიათ).

 კომერციული განვითარება

LightSail A ინტერნეტ-გიგანტმა Google-მ და ამერიკის გულის ასოციაციამ, გულის დაავედებების კვლევაზე მომუშვე ერთ-ერთი ჯგუფი 50 მილიონი დოლარით დააფინანსა. Google-ს გულუხვობა ამ წელიწადშიც გაგრძელდება. კერძო სექტორის ფინანსები კოსმოსური სფეროსკენაც იქნება მიმართული: არაკომერციული საზოგადოება Planetary Society(პასადენა, კალიფორნია, ა.შ.შ.), ამა წლის აპრილში მზიური იალქანის საშუალებით მოძრავ თანამზგავრს გაუშვებს – LightSail. ეს პროექტი 4,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

 მარსისკენ და იქეთ

 ევროპის კოსმოსური სააგენტო და როსკოსმოსი, ჩვენი პლანეტისა და მარსის ორბიტების ხელსაყრელი სიახლოვის გამოყენებას ეცდება. 2016 წლის მარტში, პროექტი ExoMars-ის სტარტი მოეწყობა, რომელიც მარსის ატმოსფეროს ანალიზითა და დაშვების ტექნოლოგის დახვეწაზე იმუშავებს. ნასასეული Juno, იუპიტერის ორბიტაზე გავა. ევროპის კოსმოსური საგენტოს ლეგენდარული ზონდი –  ”როზეტა”, ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტაზე დაეშვება, რომლის გარშემოც ახლა მოძრაობს. OSIRIS-Rex კი ასტეროიდისკენ – ბენუ, გაფრინდება და მიზი ზედაპირიდან აღებულ ნომუშებს ჩამოიტანს.

 კოსმოსი

cninur bnel mat deteqt წლის მიწურულს გაშვებული 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბნელი მატერიის მკვლევარის(DMPE) კვალდაკვალ, ჩინეთის ნაციონალური კოსმოსის შემსწავლელი ცენტრი, დაგეგმილი ხუთიდან, კიდევ ორ ზონდს გაუშვებს. პირველი კვანტური კავშირგაბმულობის თანამგზავრი ივლისში აირებს სტარტს, ხოლო წლის ბოლოს კოსმოსში Hard X-ray Modulation Telescope გაფრინდება, რომელიც რადიაციის ენერგიული წყაროების(ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები) კვლევას დაიწყებს. ჩინური რადიოტელესკოპის – FAST, მშენებლობა სექტემბერში დასრულდება. უნდა გადაწყდეს 30 მეტრიანი ტელესკოპის ბედიც, რომლის მშენებლობა დეკემბერში შეაჩერეს(TMT – განხეთქილების ტელესკოპი).TMT

 მიკროორგანიზმები

 პროექტი Earth Microbiome Project, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს, დედამიწის ყველა წერტილიდან აღებული 200 000-მდე მიკრობის დნმ-ს ნიმუშების სექვენირება უნდა მოახდინოს.

 გენები

 ნევროლოგები იმუსავებენ გენების იდენტიფიცირებაზე, რომლებითაც ძილის დროისა და ხანგრძლივობის მართვა იქნება შესაძლებელი, რასაც ტვინის სხვა ფუნქციების აღმოჩენაც უნდა მოჰყვეს თან. ამით ისეთი დაავადებების მიზეზები გაირკვევა, როგორებიცაა ძილის დარღვევა და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური დაავადებები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.