2018 წელს, ნასამ მზის საკვლევი ავტომატური ზონდი “პარკერი” (Parker Solar Probe – PSP) კოსმოსში გაუშვა, ჩვენი მნათობის ახლო სივრცეების შესასწავლად. ყოველი შემდეგი შემოვლისას, რაც რამდენიმე თვე გრძელდება ხოლმე, PSP სულ უფრო უახლოვდება მზეს. წარმოდგენილი კადრების გადაღებისას, ერთი წლის წინ, მზემდე მანძილი მერკურის რადიუსის ნახევარს უტოლდებოდა (დაახლოებით 29 მლნ.კმ.). ფართოკუთხიანი კამერა WISPR-ით ცხრა დღე გაგრძელებული გადაღებები ვიდეოში 14 წამამდეა შეკუმშული.
მარცხნივ, მზის “მოფრიალე” გვირგვინი ჩანს, შორეულ ფონზე კი ვარსკვლავები, პლანეტები და ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზოლიც. “პარკერმა” აღმოაჩინა, რომ მზის ახლო სივრცეს მოულოდნელად რთული სტრუქტურა აქვს – მზიური ქარის ხვეულების წარმოქმნა, როცა მნათობის მაგნიტური ველი მცირე ხნით პოლარობას იცვლის. დედამიწისთვის ენერგიის მთავარი წყარო მზეა, ამასთან ერთად ის თითქმის ყველა აქაურ პროცესებზე ზემოქმედებს, კუმშავს ატმოსფეროს, იწვევს პოლარულ ნათებას, შეუძლია თანამგზავრებისა და ელექტროგადამცემი ქსელების დაზიანება (მზის მკვლევარი ”პარკერი”, ”პარკერის” სტარტი).