”პარკერის” სტარტი

 როდის ჯობია ზონდის გაშვება მზისკენ? ღამე. ახლა ეს პასუხი ხუმრობად ვეღარ ჩაითვლება, რადგან წინა კვირას სწორედ ასე მოხდა. ღამე გაიხსნა ის სასტარტე ფანჯარა, რომლითაც მზიური ზონდი ”პარკერი”(Parker Solar Probe – PSP) დაგეგმილ ორბიტაზე უნდა გავიდეს. ამასთან ერთად, აპარატის მოწყობილობა ჩრდილში იმუშავებს, რომელსაც დამცავი ეკრანი შექმნის, ანუ ხელოვნურ ღამეს, მზის მახლობლად. რამდენიმე წელი უნდა გავიდეს, სანამ PSP ორბიტული ენერგიის ნაწილს დაკარგავს, ვენერასთან 7 გრავიტაციული მანევრის შესრულებით, რათა ახლოს მივიდეს მზესთან – მნათობის 9 რადიუსის მანძილზე. ასე ახლოს ჯერ არცერთ კოსმოსურ აპარატს არ უფრენია. ეკრანის განათებული ნაწილი 1400 გრადუსამდე გაცხელდება, მეორე მხარეზე კი თითქმის ოთახის ტემპერატურა იქნება. მისია PSP-ს მთავარი მიზანია დაეხმაროს კაცობრიობას უკეთ გაერკვეს მზიურ აფეთქებებში, რომლებიც ჩვენ ხელოვნურ თანამგზავრებსა და ელექტრომომარაგებაზე ახდენს ზეგავლენას. PSP გაუშვეს რაკეტა მატარებლით – ”დელტა IV ჰევი”, რომელიც კომპანია United Launch Alliances-მა შექმნა(მზის მკვლევარი ”პარკერი”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.