სამყაროს ყველაზე ელვარე ”შუქურები”

 უჩვეულოა, რომ ღამის ცის ყველაზე ბნელი ადგილები, შავი ხვრელები, ყველაზე ელვარე გამოსხივების მაპროვოცირებელი ობიექტებია. მათ გარშემო არსებული მაგნიტური ველის მოდელირებით, მეცნიერები ამ უცნაურად ძლიერი კოსმოსური გამოსხივების ბუნებაში გაერკვნენ (iopscience).

 ასტროფიზიკოსებმა, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ნიუიორკში, ხსენებულ მაგნიტურ ველში ელექტრონების მოძრაობის მოდელი შეიმუშავეს. მაგნიტურ ტურბულენტობაში, ზიგზაგებზე მოძრავი ელექტრონები გამოსხივების უჩვეულოდ ძლიერი ტალღების გენერირებას ახდენენ. სწორედ ამიტომ არის ასეთი კაშკაშა კოსმოსის ყველაზე კომპაქტური და მასიური ობიექტების (შავი ხვრელები, ნეიტრონული ვარსკვლავები) მიმდებარე სივრცე.

 ნათების ნაწილი, ხსენებული ობიექტების გარშემო უზარმაზარი სიჩქარეებით მოძრავი მატერიის ხახუნით წარმოიქმნება. ამ “ხვეულებიან ქაოსში”, დამუხტული ნაწილაკების მიერ გენერირებული კოლოსალური სიძლიერის მაგნიტური ველი, გავარვარებულ მატერიას კოსმოსში გაფრქვევას აიძლულებს. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უკიდურესად ინტენსიური ნათება ახლავს თან.

 მიუხედავად ამისა, გამოსხივების გარკვეული ნაწილი ისეთი მძლავრია, რომ მათ გაჩენას მხოლოდ გავარვარებული აკრეციული დისკოს მარტივ სითბურ ეფექტებს ვერ დავაბრალებთ. ასტროფიზიკოსთა თქმით, საიდუმლო ე.წ. მაგნიტური გადაერთების მოვლენაში იმალება. მაგნიტური ველის ძალწირები სწრაფად წყდება და მალევე ერთდება, რაც დამუხტულ ნაწილაკებს ლამის სინათლის სიჩქარემდე აჩქარებს.

 ტურბულენტური მაგნიტური ველის ქაოსის საშუალებით, ჩვენივე პლანეტის მაგნიტოსფეროში დამზერილი ანომალია იქნა ახსნილი – მაგალითად, სად მიდის მაღალენერგიული ელექტრონების ენერგია პლანეტის მაგნიტურ ფართან შეჯახებისას (ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს). კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით (luca comisso), მაგნიტური გადაერთება კოლაიდერისთვის მიუწვდომელ ენერგიას სძენს დამუხტულ ნაწილაკებს. მიღებული შედეგები უმნიშვნელოვანესია მაღალი ენერგიის ასტროფიზიკურ წყაროებში არასითბური ნაწილაკების გენერაციის უკეთ გაგების საქმეში (ტრილიონი მზის ენერგიით; რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.