ჩრდილოეთის ციალი ისლანდიის თავზე

 ეს მწვანე ურჩხული, ჩრდილოეთის ციალის წარმომქმნელი დამუხტული ნაწილაკების ტალღაა, რომელსაც მომავალში, ჩვენი ცივილიზაციის დაზარალება შეუძლია (ივლისში კინაღამ აპოკალიფსი მოხდა). 1959 წლის ამ კვირას, ჩრდილოეთის ციალი ყველგან ჩანდა. დედამიწის მაგნიტოსფერომ მზეზე მომხდარი კორონალური ამოფრქვევის შედეგად გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების ნაკადის ზემოქმედება გადაიტანა (ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს). ზემოქმედება ისეთი ძლიერი იყო, რომ ე.წ. კარინგთონის მოვლენა დაიმზირებოდა. წინა კორონალურმა ამოფრქვევებმა დედამიწასა და მზეს შორის გზა გაწმინდა. კარინგთონისეული მოვლენის დროს, დედამიწის მაგნიტური ველი ისე შეიკუმშა, რომ სატელეგრაფო გაყვანილობაში ძლიერი დენი იქნა ინდუცირებული. სადენები ნაპერწკლებს ყრიდა, ტელეგრაფისტებმა კი ელექტრული დარტყმები მიიღეს. იგივე რომ განმეორდეს, ენერგომომარაგება და კავშირგაბმულობა ჯერ არ ნახული მასშტაბების ზიანს მიიღებს. პოლარული ნათების აქ წარმოდგენილი ფოტო, წინა კვირას, ისლანდიაში არსებული ტბის – ტინგვალავატანი, თავზე იქნა გადაღებული. ეს ტბა ნაწილობრივ ავსებს ნაპრალს, რომელიც ევრაზიისა და ჩრდილოთ ამერიკის ტექტონიკურ ფილებს ყოფს (სუპერანთებები მზისმაგვარ ვარსკვლავებზე; უცნობი კოსმოსური ანთების კვალი; აქტიური მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.