მბრუნავი მთვარე LRO-სგან

 არავის შეუძლია დაინახოს, თუ როგორ ბრუნავს მთვარე. მოქცევის ძალების ზემოქმედებით მთვარე თითქოს დედამიწაზეა მიბმული და ყოველთვის ერთი მხრითაა მისკენ მიბრუნბული. თუმცა, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და მთვარის უამრავი დეტალური ფოტოები, გადმოცემული მთავრის ორბიტალური მზვერავის მიერ(LRO), მბრუნავი მთვარის დანახვის საშუალებას გვაძლევენ. ვიდეორგოლი ჩვენთვის ცნობილი მთვარისეული პორტრეტით იწყება. შემდეგ, ეკვატორიდან ოდნავ ქვემოთ, კადრში აღმოსავლეთის ზღვა შემოდის – უზარმაზარი კრატერი ბნელი ცენტრით, რომლის დედამიწიდან დანახვა საკმაოდ ძნელია. 24 წამიან ვიდეორგოლში, რომელიც მთელს მთვარეს მოიცავს, დედამიწისკენ მოქცეულ ზედაპირზე, ბნელი ნივთიერებების სიჭარბე დაიმზირება, მაშინ როცა უხილავი მხარე ნათელი მთის მასივებით არის დაფარული. მომავალი წლიდან მთვარეს კიდევ ორი ახალი კოსმოსური აპარატი გამოიკვლევს,  ნასას LADEE – მთვარის ატმოფეროსა და მტვროვანი გარემოს მკვლევარი, გაშვებული ერთი კვირის წინ, მთვარის ორბიტაზე ოქტომბერში უნდა გავიდეს. მან მთვარის თხელი და უჩვეულო ატმოსფერო უნდა შეისწავლოს. რამდენიმე თვეში ჩინური ჩანე 3-ის გაშვება იგეგმება(მთვარემავალი ჩინურად), რომელმაც მთვარის ზედაპირზე მთვარემავალი უნდა ჩაუშვას(მაგმური წყალი მთვარეზე; მთვარის მზიური წყალი: ნოტიო ქარი ვარსკვლავიდან; LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა; მთვარის ხილული მხარე; მთვარის მეორე მხარე).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=sNUNB6CMnE8

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.