მთვარემავალი ჩინურად

 მისია Chang’e-3 იქნება მესამე, რომელსაც კოსმოსური სააგენტო CNSA მთავრეზე გაუშვებს და პირველი, რომელიც მასზე დაჯდომას განახორციელებს. საბჭოთა ”ლუნოხოდების” მერე, მთავრეზე ყველგანმავალი არავის დაუსვია. სტრატი 2013 წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.
Chang’e-3-ის სერიის წინა აპარატები(Chang’e მთვარის ჩინური ქალღმერთი) 2007-10 წლებში გაუშვეს. მესამე მისია ყველაზე რთული იქნება, დასშვები მოდულითა და ავტონომური აპარატით, რომელიც 240 კილომეტრიან ლავათი შევსებულ დარტყმით კრატერში, ე.წ. ”ცისარტყელების სრუტეში” დაეშვება. სრუტე, ”წვიმათა ზღვების” ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, მთვარის ზომიერ სარტყელში მდებარეობს. აქ ჩინურმა მთვარემავალმა სამი თვე უნდა იმუშაოს.
 120 კილოგრამიანი აპარატი 20 კილოგრამი კვლევითი ინსტრუმენტების მატარებელი იქნება, მოახდენს ვიდეოპგადღებებს დედამიწაზე მომენტალური გადმოგზავნით, აღჭურვილია გრუნტის საანალიზო და ნიმუშის ასაღები მოწყობილობით. ენერგიით მას არა მარტო მზის ბატერეები, არამედ რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორიც მოამარეგებს, რომელიც მთვარის ცივ ღამეს აპარატს გაყინვისგან დაიცავს. სწორედ ამ ფაქტორმა დაღუპა ცნონილი საბჭოთა ”ლუნოხოდი”: მისი ელექტრიქიმიური ბატერეები უბრალოდ გაიყინა.
 დასაშვები 100 კოლოგრამიანი მოდული მთვარემავლის არა მარტო რბილ დაჯდომას უზურველჰყოფს, არამედ საკუთარი ოპტიკით იქნება აღჭურვილი, რომელიც შორეულ ულტრაიისფერ დიაპაზონში იმუშავებს. მთვარემავალთან ახლოს დაშვების მერე, ის მთვარის ზედაპირზე მყოფ პირველ ტელესკოპად იქცევა(დამზადებულია ჩინეთში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.