მზეზე 10-ჯერ მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავები, დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომიულ გამოცანად რჩებოდნენ. მათ გარშემო არსებული გაზები არ იფანტებიან და არც ამ გაზებისგან შემდგარი ღრუბელი ჩქარობს გაფართოებას(Agnes Scott College.).
ჩვეულებრივ, ვარსკვლავი ნათებას მისი გაზური ღრუბლის კოლაფსის(შეკუმშვის) მერე იწყებს, შემდეგ კი მისი ულტრაიისფერი გამოსხივება, იდეაში, ნარჩენ გაზებს მნათობიდან შორს განდევნის. მასიური ვარსკვლავები ნათებას გაზური ღრუბლის კოლაფსის დამთავრებამდე იწყებენ: შემომფარგლავი წყალბადის იონიზირების მერე, მათ, თუ თეორიას დავუჯერებთ, ღრუბელი ყველა მიმართულებით უნდა გაფანტონ. დაკვირვებების მიხედვით, ასეთი ვარსკვლავების გარემო სივრციდან გაზები საკმაოდ დიდი ხნის მერე გადიან, თეორიით ნავარაუდევზე გვიან. ამასთან ერთად, მათ მიერ დაკავებული გარემო კიარ ფართოვდება, პირიქით, მცირე ზომისა რჩება. აშკარაა, რომ იონიზაციისა და გაფანტვისგან ღრუბელს რაღაც იცავს, მაგრამ რა?(ვარსკვლავი).
„ძველ თეორიულ მოდელებში, ჯერ დიდი მასის მნათობები ფორმირდებიან, ხოლო შემდეგ, წყალბადით შევსებული რეგიონები ნათებასა და გაფართოებას იწყებენ“ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ქრისტოფერ დე პრი „ბრედლის“ ობსერვატორიიდან(ა.შ.შ.).
რადიოტელესკოპებით ჩატარებული დაკვირვებები საპირისპიროს გვიჩვენბენ, რაც ახსნას მოითხოვს.
შესაბამისი სისტემების ფოტოების შესწავლით, ასტრონომებმა დაასკვნეს, მოდელირების გათვალისწინებით: ვარსკვლავთშორისი გაზი ვარსკვლავზე არა თანამბრად ეცემა, არამედ ძაფისმაგვარ გროვებს ქმნის, რადგან ზოგიერთ ადგილზე გაზი მეტი რაოდენობითაა თავმოყრილი, ამიტომ ის არა მნათობზე იწყებს კოლაფსირებას, არამედ ცალკეულ ლოკალურ ზონებში გროვდება.
კოლაფსის მერე ასეთი „ძაფები“ სპირალურად ეხვევიან, ხოლო მათში მასიური ვარსკვლავიდან გამოსხივებული სინათლე გადის, ეს სპირალები კი გამოსხივების ულტრაიისფერ(ძირითადს ასეთი ვარსკვლავებისთვის) ნაწილს შთანთქავენ. შედეგად, ვარსკვლავს მიღმა დარჩენილი გაზური ღრუბლის ნაწილი ეფექტურად ეკრანირდება, აღარც ფართოვდება და აღარც კოსმოსში იფანტება.
მოდელის მიხედვით, ნაწილობრივ იონიზირებული გაზით ჩამოყალიბებული ასეთი ნისლეულები ელვარე ცისფერი ვარსკვლავების ირგვლივ რამდენიმე ათწლეულში უნდა გაქრნენ.
საჭირო გახდა ცის ამ სექტორის 23 წლის განმავლობაში დაკვირვებებით დაგროვებული მასალების გამოყენება, რათა დამტკიცებულიყო, რომ ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავების შემომფარგლავი ნისლეულები მართლაც იცვლიან ელვარებს. კველვა ყველაზე დიდი რადიოტელესკოპით(VLA) ტარდებოდა, 1989-2012 წლებში. როგორც აღმოჩნდა, იონიზირებული გაზის ოთხი რეგიონი, ფორმირების პროცესში მყოფი მასიური ვარსკვლავების გარშემო, მართლაც სერიოზულად იცვლიან თავიანთ ელვარებას, რითაც წარმომქმნელი პროცესების სწრაფი მიმდინარეობა და ამ გარემოში იონიზირებული გაზების დაკარგვის სცენარის მართებულება დამტკიცდა(„ბრტყელი ვარსკვლავები“ და ზოგიერთი ასტროტერმინი; ვარსკვლავი-მონსტრი იბადება; ყველაზე მასიური და ელვარე;ახალი თეორია გიგანტური ვარსკვლავების შესახებ; პირველი ვარსკვლავები).